* ჯანმომ ერთპიროვნული მმართველობით გამოაცხადოს მორიგი “პანდემია”; * პანდემიური რეჟიმის დაწესებისას გაუქმდეს ადამიანის უფლებების უზენაესობა;

29 ნოემბერს მუშაობა დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სესიამ, რომელზეც პანდემიის საწინააღმდეგო სპეციალური კონვენციის, ანუ ეგრეთ წოდებული პანდემიური შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავენ.

მომავალი შეთანხმების საფუძველში ჩადებულია ჯანმოს მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებული სპეციალური “პანდემიური ანგარიში” და 22 სექტემბერს გამოქვეყნებული “პანდემიური გზამკვლევი”.

ამ დოკუმენტების მიხედვით შემოთავაზებულია:

* ჯანმომ ერთპიროვნული მმართველობით გამოაცხადოს მორიგი “პანდემია”;

* პანდემიური რეჟიმის დაწესებისას გაუქმდეს ადამიანის უფლებების უზენაესობა;

* რადიკალურად შეიზღუდოს პროფკავშირების უფლებები;

* არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, სახელმწიფოებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კანონების შესრულებაში.

* იმ შემთხვევაში, თუ “პანდემიას” საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებიან, ქვეყნები ვალდებულნი არიან, გარედან დახმარება მოითხოვონ.