ჩვენი დაკეტვა არავის გამოაჯანმრთელებს და ამას, ხელისუფლება ვერ ხვდება. ერთი, ლატარიის დაწესებამ გამოაჯანმრთელა და მეორე ესაა. ვინც ამდენხანს არ აიცრა და ეს გადაწყვეტილება მყარია, რესტორნის და მუზეუმის გარეშე არ აიცრება. ეს რომ ვიღაცას თავში მოსდის, დიაგნოზია.

დღეიდან, რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში შესვლა ,,მწვანე ბარათის“ გარეშე იკრძალება. ცვლილებას არაგონივრულს და უშედეგოს უწოდებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი. კოტე გაბრიჩიძის თქმით, ამას სამედიცინო კუთხით შედეგი არ ექნება, თუმცა გააჩანაგებს ბიზნესს.

„სექტორის ნაწილი გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და ამბობენ, რომ ასეთ დრაკონულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და ეს ხალხის სეგრეგაციას ისახავს მიზნად. უფრო დიდი ნაწილი გადაწყვეტილებას ემორჩილება, მიუხედავად იმისა, რომ საღ აზრს მოკლებულია. შაჰ-აბასსაც ემორჩილებოდნენ და მონღოლებსაც, როცა სხვა გზა არ იყო. რეალურად, კიდევ ერთი რეგულაცია მოგვეხვა თავზე, რომელიც არაფრისთვის და არავისთვის არ არის კარგი.

დადებითად ვაფასებთ იმას, რომ ეკონომიკის სამინისტრომ და ომბუდსმენმა იბრძოლეს და ღამის შეზღუდვა მოიხსნა. თუმცა, ეს ვერ იქნება საპირწონე იმისა, რამდენი ადამიანიც ვეღარ შემოვა რესტორანში. ყველაზე სავალალო ისაა, რომ არაა საჭირო აკადემიკოსობა, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ჩვენი დაკეტვა არავის გამოაჯანმრთელებს და ამას, ხელისუფლება ვერ ხვდება. ერთი, ლატარიის დაწესებამ გამოაჯანმრთელა და მეორე ესაა. ვინც ამდენხანს არ აიცრა და ეს გადაწყვეტილება მყარია, რესტორნის და მუზეუმის გარეშე არ აიცრება. ეს რომ ვიღაცას თავში მოსდის, დიაგნოზია.

უბრალოდ ავწევთ დროშას, რომ „მწვანე პასპორტები ჩენთანაცაა“. ამას სამედიცინო კუთხით შედეგი არ ექნება, თუმცა გააჩანაგებს ბიზნესს. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკას“- განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, დღეიდან, „მწვანე ბარათის“ სისტემა ამოქმედდა. ასევე, რესტორნებს სამუშაო საათებზე შეზღუდვა მოეხსნათ.