საწვავის ფასს რომ არ უკლებენ, ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია.

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენციას საქართველო უახლოეს დღეებში აუბამს მხარს. რამდენი თეთრით შემცირდება ფასი, ამაზე სპეციალისტებს განსხვავებული ვერსია აქვთ. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია საწვავი რამდენიმე დღეში 15-20 თეთრის ფარგლებში გაიაფდეს. ბაზრის მკვლევარები კი საფასო ცვლილებას იანვრამდე არ ელოდებიან. ეს მაშინ, როცა ფასები საერთაშორისო ბაზრებზე 68 დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია.

საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასმა დაახლოებით 20%-ით დაიკლო, რაც ყველა პირობას ქმნის, რომ საწვავი საქართველოშიც მკვეთრად გაიაფდეს, მაგრამ ჯერჯერობით ძვრა არ შეინიშნება.