მიქელ-ტიკარ-გაბრიელოვნა ნახეთ რას გვიპირებს.

ეკატერინე ტიკარაძე – არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს
ეკატერინე ტიკარაძე – არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს.

არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, საქართველოც ზრუნავს იმაზე, რომ ახალი შტამისთვის მზაობა გამოაცხადოს და დამატებითი პრევენციული ღონისძიებები მიიღოს. გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ გარკვეულ დასკვნას, რომელსაც ჩვენ სამშაბათს საბჭოზე წარვადგენთ, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე, აღსრულების სხვა მექანიზმებს. შეიძლება, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის მოქმედების ვადაც გადაიხედოს. სამეცნიერო პრაქტიკაში ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ, რომ ეს უვადო იყოს. საბჭოზე წარვადგენთ ამ რისკებს და რისკების გათვალისწინების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, ეს დამატებითი რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა მიდგომები და გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლი და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდება.

#კოვიდ19 გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება – „დღის თემის“ შეკითხვებს ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა
მსგავსი: #კოვიდ19 გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება – „დღის თემის“ შეკითხვებს ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, უახლოეს მომავალში გაფართოვდეს იმ ობიექტებისა და სივრცეების ჩამონათვალი, სადაც მწვანე პასპორტის წარდგენა სავალდებულო იქნება, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, ამ გადაწყვეტილების სამშაბათს მიღება სწორი არ იქნება.

„ამ ეტაპზე, ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ გადაწყვეტილების სამშაბათს მიღება. ეს არის ერთი პასუხი. გარდა ამისა, შემთხვევითი არ არის იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდსაშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და შემდეგ უკვე, ეს ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე. რაც შეეხება ტრანსპორტს, გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.