სააკაშვილის მსხვერპლო ქალებო, იქნებ დროა, ამოიღოთ ხმა! ცნობილო ქალებო, ვისაც უსირცხვილოდ გაშანტაჟებდათ და გასაყიდი საქონელივით ფასი დაგადოთ და გამოგიყენათ! არაა სირცხვილი, თქვათ სიმართლე!

აშშ-ში მცხოვრებ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტელესახეს, იუნა შაფათავას მაგალათად მოჰყავს ნიუ იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს შემთხვევა, რა დროსაც ლოყაზე ჩქმეტისა და სექსუალური ხასიათის კომენტარებისთვის თანამდებობის დატოვება მოუწია და “სააკაშვილის მსხვერპლ ქალებს” მოუწოდებს ხმა ამოიღონ:

“შედარებისთვის: უმნიშვნელო ლოყაზე ჩქმეტისთვის და “სექსუალური ხასიათის” კომენტარებისთვის, ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დატოვა თანამდებობა.
გამოძიება ჯერ მიდის და ახლა მის ძმას, CNNის წამყვანს, შეეხო ბრალდებები.
სააკაშვილის მსხვერპლო ქალებო, იქნებ დროა, ამოიღოთ ხმა! ცნობილო ქალებო, ვისაც უსირცხვილოდ გაშანტაჟებდათ და გასაყიდი საქონელივით ფასი დაგადოთ და გამოგიყენათ!
არაა სირცხვილი, თქვათ სიმართლე! ხალხის პატივისცემას დაიმსახურებთ, თუ მოყვებით სიმართლეს!
სირცხვილია, პატივად ჩაითვალოს მისი გაუპატიურებები და ქალების სექსუალური შევიწროება!
ამოიღეთ ხმა! 21-ე საუკუნეა და MeToo მიაქვს მსოფლიო! თქვენი შვილებისთვის და ნორმალური ცივილიზებული ქვეყნის მშენებლობისთვის, ამოიღეთ ხმა და ნუ გეშინიათ!! სირცხვილია სიჩუმე!!! სირცხვილია, სექსუალური ზეწოლა და შევიწროებაზე ხელის დაფარება და სიჩუმე!
სადაა ბაია პატარაია! სიჩუმე დანაშაულია!!
დროა ამოიღოთ ხმა!!”-წერს იუნა შაფათავა.
გასულ თვეს იუნა შაფათავა მომღერალ სოფო ნიჟარაძის თავის პატარა ქალიშვილთან ელის მარია სააკაშვილთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა:

“რა ვი, ვენები კი დაიხსნეს ნაც დეიდებმა და ჰა- აბა ვისი შვილი იქნებოდა…
წლებია ცოლობას ელოდება და კი უღალატა უკრაინელთან.
ესაა ქართული მორალი, ცოლი, ნაშები, შვილები…
ბავშვს რას ვერჩი, მაგრამ ბიჭო… ასეთი რომ
ამერიკაში მომხდარიყო, წარმოდგენაც არ მინდა, ჰედლაინების და გარჩევების..
ჰარასმენტზე ჩუმად ვარ, ნუ რახან მიშასი მოხვდა, მოსულა და ეს – Me Tooს ეპოქაში ხდება, რა საპატიო ყოფილა ეს სექსი დაძალებით.. თუ ნებით დანებდა, რა მნიშვნელობა აქვს…
ჰარვი ვაინსტაინი ციხეში კი ლპება და დაინვალიდდა.. პატარა სექსის დიდი გიგანტი ჩვენი მკვლელი “დაცაგრული” თაფლის მწამელი ბიიიწი…”-წერდა მაშინ შაფათავა.
intermedia.