2021 წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმმა წინა თვესთან შედარებით 7,9 ლარით, რეკორდულ მაჩვენებლამდე მოიმატა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 224, 2 ლარს შეადგენდა, 2021 წლის სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 216,3 ლარი იყო. მიმდინარე წლის ოქტომბერში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 36,5 ლარით არის მომატებული. შარშან, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 187,7 ლარს შეადგენდა. ამასთანავე, “საქსტატის” მონაცემებით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 6,9 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 191,6 ლარის ნაცვლად 198,5 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 166,3 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის: საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.