თვითონ დუმილში არიან და ვინც გამოვიდა იმასაც აკრიტიკებენ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. ჯაღმაიძე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს აკრიტიკებს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში.

დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად, ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით – “ვინმე მაინც შეგვხვდეს“ – სრულიად გაუგებარია.