ბრიუსელში და საქართველოშიც: წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ სამსახურიდან დაითხოვენ.

ბრიუსელის ცენტრში ჯანდაცვის სექტორის რამდენიმე ათასმა წარმომადგენელმა საპროტესტო აქცია გამართა. მანიფესტაციის მონაწილეებმა მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტეს და უკეთესი სამუშაო პირობები მოითხოვეს. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა ჯანდაცვის მინისტრის ოფისში შეღწევა სცადეს.

პოლიციის ინფორმაციით, მანიფესტაციაში მედიცინის 5000-მდე მუშაკმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ბრიუსელში სპეციალურად ჩავიდნენ ამ დღისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი იანვრიდან ბელგიაში მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაცია შედის ძალაში, მათ აღნიშნული თარიღიდან 3 თვეში უნდა ჩაიტარონ სრული იმუნიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები უარს განაცადებენ იმუნიზაციაზე, მათ რეგულარულად მოუწევთ საკუთარი ხარჯებით დაფარული, „პისიარ“ ტესტირების წარდგენა სამუშაო ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ სამსახურიდან დაითხოვენ.