კანქვეშა ჩიპები საქართველოში მომავალი წლიდან გაიყიდება.

მომავალი წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ iPlus-ში განუცხადეს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.
ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.

როგორც iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი განმარტავს, ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.