ჩრდილოეთ კორეაში, ირანსა და ბელორუსში დასავლეთზე დაბალი კრიმინალია.

ალტ-ინფო ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში, ირანსა და ბელორუსში დასავლეთზე დაბალი კრიმინალია.

2021 წლის 23 ნოემბერს გადაცემა „ალტ-ანალიტიკა“ ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ რაც უფრო ლიბერალურია სახელმწიფო, მით უფრო ხშირად ხდება დანაშაული. მისი მტკიცებით, მსოფლიოში ყველაზე მეტ კრიმინალს დასავლურ ქვეყნებში ვხვდებით. ქარდავამ შვედეთის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი გაუპატიურების შემთხვევების სიმრავლით მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. მან ასევე განაცხადა, რომ ისეთ არადემოკრატიულ სახელმწიფოებში, როგორიც საუდის არაბეთი, ირანი და ბელარუსი არიან, ბევრად ცოტა დანაშაული ხდება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში კი კრიმინალი საერთოდ არ არის.