კომპიუტერული ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია: windlife-ის ფუძემდებელი შორენა წურქავა ჯილდოვდება “ბიზნეს პერსონა 2021”-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად თბილისში, იანვარში. (რათქმაუნდა პანდემიის რეგულაციის გათვალისწინებით, ასევე დედაქალაქამდე, დაგეგმილი გვაქვს ქალაქი ზუგდიდი), ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტ პერსონა 2021“ ჯილდოვდება: სხვადასხვა პრესტიჟულ ღონისძიებებსა და პროექტებში გამარჯვებული ქალბატონი: შორენა/თეო წურქავა, რომელიც გახლავთ: ბიზნეს ლედი 2018.  წარმატებულ 50 რუსთაველ ქალბატონების ბიზნეს შეხვედრაზე, მხოლოდ სამს ხვდა წილად საკუთარი წარმატების ისტორიის მოყოლის შესაძლებლობა და ერთ-ერთი გახლდათ შორენა წურქავა 2019 წელს, ასევე მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის გამარჯვებული ბიზნეს ლედი 2020 და აგრეთვე უამრავი სხვა პრესტიჟული სერთიფიკატებისა და ჯილდოების მფლობელი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მას ამ მორიგ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ ამ არაჩვეულებრივი, მაღალი სანდოობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ, ქველმოქმედ, სათნო ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი ადამიანურობით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ბიზნეს პერსონას ტიტულს და ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ უახლოეს პერიოდში გამოიცემა უპრეცენდენტო შინაარსის მქონე, მაღალი პოლიგრაფიული დონის, ილუსტრირებული წიგნი, სახელწოდებით 50 საქმიანი და წარმატებული ბიზნეს პერსონა, სადაც უფრო კარგად და საფუძვლიანად გაიცნობთ ქალბატონ შორენას ბიზნეს საქმიანობას, მისი ბავშობისა და სტუდენტური ხანის შესახებ შეგექმნებათ წარმოდგენა და მიხვდებით, რომ ამ ქალბატონისთვის მართლაც, რომ “შეუძლებელი არაფერია”. ასევე აქვე, ჩვენს ვიდეო-ინტერვიუში მოისმენთ გამოცდილი და საქმიანი, წარმატებული ბიზნეს ლედის პროფესიულ რჩევებსაც.

შორენა/თეო/ წურქავა