ქრისტეფორე კოლუმბეგოვი და პაატა კუბოვიჩი თავიანთი ჭკუით ლოკდაუნს გვიწესებენ-უუხ თქვენიი…

ეპიდემიოლოგები პოზიციას არ ცვლიან და შეზღუდვების აუცილებლობის შესახებ ისევ ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკასა და ზოგადად ბიზნესზე ლოქდაუნის გავლენა ყველას მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვს, ექიმების ნაწილი ჯიუტად იმეორებს, რომ ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, თუკი ,,ომიკრონის“ ახალი შტამი შემოვა. ვირუსის გავრცელების რისკი კი დიდია, შესაბამისად,, თუკი ეკონომიკის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს რეალობა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შეიძლება დადგეს. სპეციალისტების აბსოლუტური უმეტესობა ამ ცვლილებას კატასტროფულს უწოდებს და ფიქრობს, რომ კიდევ ერთ ლოკდაუნს ძლივს ფეხზე წამომდგარი ეკონომიკა რეალურად ვეღარ გადაიტანს.