ავეჯის მწარმოებელი ლიდერი “კომპანია ძმები ნიკურაძეები” დაჯილდოვდა “ბიზნეს პერსონა 2021”-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად თბილისში, იანვარში. (რათქმაუნდა პანდემიის რეგულაციის გათვალისწინებით, ასევე დედაქალაქამდე, დაგეგმილი გვაქვს ქალაქი ზუგდიდი), ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ბრენდ პერსონა 2021“ დაჯილდოვდა: სხვადასხვა პრესტიჟულ ღონისძიებებსა და პროექტებში გამარჯვებული ავეჯის მწარმოებელი ლიდერი კომპანია: “ძმები ნიკურაძეები”, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს თემურ და თამაზ ნიკურაძეებს ამ მორიგ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ ამ არაჩვეულებრივ, პატიოსან და მშრომელ ახალგაზრდებს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ, ქველმოქმედ და მაღალი ზნეობის ადამიანებს, დამეთანხმებით ალბათ, რომ ისინი თავისი ადამიანურობით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ბიზნეს პერსონას ტიტულს და ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ უახლოეს პერიოდში გამოიცემა უპრეცენდენტო შინაარსის მქონე, მაღალი პოლიგრაფიული დონის, ილუსტრირებული წიგნი, სახელწოდებით 50 საქმიანი და წარმატებული ბიზნეს პერსონა, სადაც უფრო კარგად და საფუძვლიანად გაიცნობთ ძმები ნიკურაძეების ბიზნეს საქმიანობას, მისი ბავშობისა და სტუდენტური ხანის შესახებ შეგექმნებათ წარმოდგენა და მიხვდებით, რომ მათ მართლაც, დიდი შრომისა და გარჯის ფასად მიაღწიეს წარმატებას. ბიჭები თვლიან, რომ ხალხის პატივისცემა და სიყვარული თავაზიანობით და ჰუმანურობით დაიმსახურეს. ასევე აქვე, ჩვენს ვიდეო-ინტერვიუში მოუსმენთ მათ პროფესიულ რჩევებსაც.

თემო და თაზო ნიკურაძეები