ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სავაჭრო ცენტრების პროტესტის შედეგად მოლებსა და სავაჭრო ცენრებში შესასვლელად ე.წ. “მწვანე პასპორტის” მოთხოვნა გააუქმა.

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სავაჭრო ცენტრების პროტესტის შედეგად მოლებსა და სავაჭრო ცენრებში შესასვლელად ე.წ. “მწვანე პასპორტის” მოთხოვნა გააუქმა. ტომარაძემ იგივე ინფორმაცია 19 დეკემბერს მთავრობის კანცელარიის წინ “მწვანე ბარათის” გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გააჟღერა და საქართველოს მთავრობას ისრაელისთვის მიბაძვისა და კოვიდ პასპორტების გაუქმებისკენ მოუწოდა.