ჯანდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე არ გაუკეთებია განმარტებას, რატომ არ გაეწია სამედიცინო დახმარება მოქალაქეს.

დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, იგი აფხაზეთიდან იყო დევნილი, სახლი არ ჰქონდა, ქირის გადახდის საშუალებაც არ გააჩნდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როგორც ადამიანები ჰყვებიან, როცა მიწაზე დავარდნილი მამაკაცი იპოვეს, სასწრაფოს დაურეკეს, თუმცა, მან ერთ საათში უკან მიაბრუნა მამაკაცი და ღია ცის ქვეშ დატოვა.
ბაზარში მომუშავე ადამიანები “ტვ პირველთან” ამბობენ:

“გუშინ მორიგემ დამიძახა, კაცი ეგდო დაბლა. ავიყვანე, სასწრაფოს დავურეკე. წაიყვანა სასწრაფომ და ერთი საათის უკან მომიყვანა, არავინ მიიღოო, მომიგდო “კაჩკაზე” და ხელში მომიკვდა.”

“უკან გამოუგდია საავადმყოფოს, რწყილები აქვსო და ისევ აქ მოუყვანია. გაიყინებოდა, შვილო, აბა რა იქნებოდა? კლინიკაში რომ წაიყვანეს, აქეთ რატომ წამოიყვანეს? ესაა ადამიანის შველა?”

“აქ ეძინა ხოლმე, ღამე… სახელმწიფომ მიატოვა…”

“მთავრობა სად არის? ეხმარება ვინმეს? ჩვენც იგივე დაგვემართება…”

ჯანდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე არ გაუკეთებია განმარტებას, რატომ არ გაეწია სამედიცინო დახმარება მოქალაქეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ჯერ ისევ ეკატერინე ტიკარაძეა.