აბა რაღატომ ცრით ამ ხალხს თქვე ფაშისტებო

აშშ-ს ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მასობრივი საახალწლო ღონისძიებები ვაქცინირებულებისთვისაც სახიფათოა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ფაუჩი მიიჩნევს, მასობრივი ღონისძიებები არც მათთვისაა უსაფრთხო, ვინც ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო.

“კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” გავრცელების პარალელურად, ბევრმა ამერიკელმა უარი თქვა მოგზაურობაზე და ხალხმრავალ თავყრილობებზე. მასობრივი საახალწლო ღონისძიებები ვაქცინირებულებისთვისაც სახიფათოა”, – აცხადებს ფაუჩი.

უცხოური მედია ასევე წერს, რომ “ომიკრონი” კორონავირუსის “დელტა” შტამთან შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა ეს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საშაულებას იძლევა და საზოგადოებამ წესები მკაცრად უნდა დაიცვას.