სისხლის ბანკის ფუძემდებელი: ნატალია კვანტალიანი ჯილდოვდება ბიზნეს ქველმოქმედი პერსონას ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად თბილისში, იანვარში. (რათქმაუნდა პანდემიის რეგულაციის გათვალისწინებით, ასევე დედაქალაქამდე, დაგეგმილი გვაქვს ქალაქი ზუგდიდი), ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ქველმოქმედი პერსონა 2021“ ჯილდოვდება: სხვადასხვა პრესტიჟულ ღონისძიებებსა და პროექტებში გამარჯვებული ქალბატონი: ნატალია კვანტალიანი, რომელიც გახლავთ: ბიზნეს ქველმოქმედი ლედი, ასევე მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის გამარჯვებული ბიზნეს ლედი და დედოფალი 2020 და აგრეთვე უამრავი სხვა პრესტიჟული მსოფლიო სერთიფიკატებისა და ჯილდოების მფლობელი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ამ საამაყო ქალბატონს ამ მორიგ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ ამ არაჩვეულებრივი, მაღალი სანდოობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ, ქველმოქმედ, სათნო ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი ადამიანურობით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ბიზნეს პერსონას ტიტულს და ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ უახლოეს პერიოდში გამოიცემა უპრეცენდენტო შინაარსის მქონე, მაღალი პოლიგრაფიული დონის, ილუსტრირებული წიგნი, სახელწოდებით 50 საქმიანი და წარმატებული ბიზნეს პერსონა, სადაც უფრო კარგად და საფუძვლიანად გაიცნობთ ქალბატონ ნატალიას ბიზნეს საქმიანობას, მისი ბავშობისა და სტუდენტური ხანის შესახებ შეგექმნებათ წარმოდგენა და მიხვდებით, რომ ამ ქალბატონისთვის მართლაც, რომ “შეუძლებელი არაფერია”. ასევე აქვე, ჩვენს ვიდეო-ინტერვიუში მოისმენთ გამოცდილი და საქმიანი, წარმატებული ბიზნეს ლედის პროფესიულ რჩევებსაც და ასევე საახალწლო მილოცვას, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიუძღვნა.

ნატალია კვანტალიანი