ნახეთ რას ამბობს მიქელ-ტიკარ-გაბრიელოვნა…

„მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ 60 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ვინაიდან ეროვნულ კალენდარშიც სწორედ ეს იყო გათვალისწინებული – მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი. ეს იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციებს, რომელიც შეეხება მკურნალობის, ტესტირების და, მათ შორის, ვაქცინაციის ნაწილს.

„ჩვენ მივყვებოდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან იყო დადებული“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები ფეისბუქიდან