ანუ პაციენტებს გამიზნულად კლავდნენ და არავინ დასჯილა?!” – რას წერენ ტიკარაძის განცხადებით აღშფოთებული ადამიანები.

განცხადებით აღშფოთებული ადამიანებიძალიან მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკა ტიკარაძის გუშინდელი განცხადება, რომ საქართველოში პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. ეს განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი იმ ადამიანებისთვის არის, რომლებმაც ძვირფასი ადამიანები დაკარგეს, ზოგიერთმა ოჯახმა რამდენიმე მიცვალებული ერთად დაიტირა.

– ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ ხარვეზები და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ სკანდალურ განცხადებას დიდი აღშფოთება მოჰყვა.

,,რას ბოდავს ეს ქალი?! და ამას მინისტრი ასე მშვიდად ამბობს?! არ ვიცი, რა არის ჰოსპიტალური ინფექცია, მაგრამ ასეთი კლინიკებს, სადაც ამხელა ლეტალობაა, რატომ ამუშავებენ?”, – წერს ნინო მეტრეველი.

,,ნუ კოვიდის მერე დაბრედილ ფილტვებს სოკო კლავსო, ქალმა?! გერმანელებს ჰკითხოს მაინც, იქ არ დაამთავრა?! 13 ათასამდე ავალთ მალე და მინისტრის და პრემიერის პასუხისმგებლობა?!” – წერს ლალი კუტუბიძე

,,ვითომ არ იცის, რომ თითოეულ ლეტალობაზე კლინიკებს ბიუჯეტიდან ათობითათასი ლარი ერიცხებოდათ! მოიძიეთ ჩარიცხვების ამონაწერები ბანკებიდან და დარწმუნდებით”, – წერს რამაზ ჩაჩიბაია
,,თქვა, რომ ზოგ კლინიკაში პაციენტთა 12-13 პროცენტს გამიზნულად კლავდნენ! და არავინ დასჯილა! იცოდა და არაფერი გააკეთა! ისიც არ უნდა, ღიად დაასახელოს კლინიკები და ხალხი გააფრთხილოს! ახლა უბრალოდ გააბრაზეს და რაღაცა თქვა, იმის საჩვენებლად, რისი თქმა შეუძლია პირი თუ მოაღო”, – წერს თამუნა კეშელავა.

კომენტარები ფეისბუქიდან