ყველასათვის ცნობილი, საყვარელი და წარმატებული ხელოვანი რუსთაველი ქალბატონი: მადონა დვალი – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
TVM NEWS-ის ჟუნალისტი გაგაცნობთ ქალბატონ მადონას განსხვავებულ ფორმატში, როგორც ხელოვან ადამიანს:
„პროფესიით გახლავართ მხატვარი, ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ორი პოეტური და ერთი პროზაული წიგნის ავტორი, ვთარგმნე ქართველ კლაასიკოსთა შემოქმედება. უღრმესი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს. რესტორან ლაზიკას კი ვულოცავ ასეთი სტუმრების მასპინძობას და ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, რასაც ნამდვილად იმსახურებს.“
უპრეცენდენტო პროექტში სხვა დიად მწერლებთან ერთად რუსთაველ, მწერალ ქალბატონ – მადონა დვალსაც ხვდა წილად მონაწილეობის პატივი და რუსთავის ქუჩებში მისი შემოქმედებითი ბანერიც განთავსდა. ჩვენმა ჟურნალისტმა ქალბატონ მადონასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამ საუბრის მოკლე ამონარიდს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სიცოცხლეში, ჩემმა რუსთაველებმა ასეთი პატივის ღირსი გამხადა და ჩემი შემოქმედება ასე დააფასა, ვფიქრობ, რომ ეს ბანერი ძეგლის დადგმის ტოლფასია, არ ვიცი აღელვებული ვარ და ყველას, ვინც ასეთი შესანიშნავი პროექტი შექმნა, შემდეგ კი ერთ-ერთ მონაწილედ მე ამირჩია უღრმეს მადლობას ვუხდი, ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ-პოეტი და დეპუტატი ამირან ჯანჯღავას მიმართ, რადგან ეს მისი პროექტი იყო, ასევე მადლობას ვუხდი ქალაქ რუსთავის მერიას და პირადად მერს- ირაკლი ტაბაღუას, კულტურის მესვეურს მარიკა ფიროსმანაშვილს და ყველას ვისაც გულით გაეხარდა ამ ღირსშესანიშნავ ბანერზე ჩემი ხილვა. მე, როგორც ხელოვანი ადამიანი განვაგრძობ ჩემს შემოქმედებით საქმიანობას და ვფიქრობ, რომ სულ ახალ-ახალი, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით გამსწვალული სტროფებით გავახარებ ჩემს მკითხველს. ბანერზე კი განთავსებულია ჩემი ლექსის შემდეგი სტროფები:
„თვით უპირობო სიყვარულსაც თვლიან ერესად, თავად მეფესაც პაიკებთან უწევს თამაში… მწამს საქართველო, რომ მიაღწევს დიად რენესანსს, მჯერა, მიპოვის პოეზიის მზის აკლდამაში…“
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ლიტერატურული პროექტის „ქართველი მწერლები ჩვენ ყოველდღიურობაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება, რომელიც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნა, ქალაქის შემოსასვლელიდან შარტავას მოედნამდე გამოფენილი ბანერების დათვალიერებით დაიწყო. პროექტი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატის ამირან ჯანჯღავას ინიციატივით და რუსთავის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. ქალაქის ქუჩებში, მე-8 მიკრორაიონიდან ჟიული შარტავას მოედნამდე, გარე განათების ბოძებზე, სპეციალური ბანერები განთავსდა, რომლებიც ქართველი კლასიკოსი მწერლების და პოეტების რჩეული სტრიქონებითაა გაფორმებული. პროექტზე, რუსთაველი მწერლებისა და პედაგოგებისგან დაკომპლექტებული ლიტერატურული საბჭო სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. ქალაქის ქუჩებში გამოფენილ სამოცდათორმეტ ბანერზე დატანილი ფრაზები, სწორედ მათ მიერ შეირჩა. კლასიკოსი მწერლების გარდა, რუსთაველები ამ ბანერებზე, ცამეტი რუსთაველი მწერლის ნააზრევის წაკითხვასაც შეძლებენ. პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს სხვა დეპუტატები, მწერლები და რიგითი რუსთაველები დაესწრენ.
შეგახსენებთ, რომ მადონა დვალი გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ მადონას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი მადონა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ხელოვანი ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.