ტიკარაძის გუშინდელ განცხდებაზე გამოძიება უნდა დაიწყოთ!

ტიკარაძის გუშინდელ განცხდებაზე გამოძიება უნდა დაიწყოთ! ვერავინ ვერ დამაჯერებს ახლა იმას, რომ მასზე ზეწოლა იყო.დიდი ხანია ექიმები მიყვებოდნენ მის საგმირო საქმეებზე და ბევრი ექიმი ჩიოდა კიდეც ჯანდაცვა რომ ჩამოიქცა! შეისწავლეთ ყველა საჩივრის შინაარსი და დაიბარეთ ეგ ქალბატონი.მისი განცხადება პირდაპირი აღიარებითი ჩვენებაა რომელ უწყებასაც ხელმძღვანელობდა!- წერს ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში.

“პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ლეტალობის მიზეზი კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობაა. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი.” -განაცხადა გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები ფეისბუქიდან