ესენი სავარაუდოთ სავალდებულო ვაქცინაციას აპირებენ და ვინც არ აიცრება ჩვენი ჯარისკაცები ძალით აცრიან…

ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეიდან ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს.

-„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად გამოვცადეთ და თავად დავრწმუნდით ამაში. მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო “დელტას” ხელმძღვანელი, ასევე, “თბილავიამშენის” ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა. უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა,.

ზურაბ აზარაშვილს დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები ფეისბუქიდან