ბევრი ადამიანი მოკლეს და კლავენ!!! მოვა დრო და ჩატარდება სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება ეპიდემიის პერიოდზე, მის მიმდინარეობაზე, მენეჯმენტზე და ნაკეთებ მილიარდზე.

სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, ეკატერინე ტიკარაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ტიკარაძემ სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა, რა დროსაც ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი.
„100% სიმართლეა. ჩემი ოჯახის წევრი არასწორი მკურნალობის შედეგად მიღებული ბაქტერიის შედეგად გარდაიცვალა და არა კოვიდით. უამრავი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს და უკეთეს. უცხოეთში გადავიყვანეთ, მაგრამ ვეღარ მოვასწარით, შეჭმული ჰქონდა მთელი ორგანიზმი. ბევრი ადამიანი მოკლეს და კლავენ!!!
მოვა დრო და ჩატარდება სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება ეპიდემიის პერიოდზე, მის მიმდინარეობაზე, მენეჯმენტზე და ნაკეთებ მილიარდზე“ – წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები ფეისბუქიდან