ღმერთი არ გაუწყრეთ და სავალდებულო ვაქცინა არ გამოაცხადონ, თორემ მიიღებენ ტოტალურ დაუმორჩილებლობას.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

პრემიერის თქმით, აზარაშვილს ფინანსების მართვის გამოცდილება აქვს და ხელმძღვანელობდა “დელტას” და თბილავიამშენს.

“ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რაც ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის. იგი არის 5 შვილის მამა და მე ვფიქრობ, რომ ის იქნება წარმატებული მინისტრი”,– თქვა ღარიბაშვილმა.

თავად ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა მისთვის გამოწვევაა, მაგრამ ფიქრობს, რომ შეძლებს “ხელშესახები წარმატების” მიღწევას.