2021 წლის მსოფლიო ფესტივალებში გამარჯვებული, წარმატებული ბავშვები!

ანასტასია ბაკურაძე: “სცენაზე თავს ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში და ფრინველი ცაში”

” 2021 წელი მიუხედავად პანდემიისა შემოქმედებითად ძალიან დატვირთული იყო ჩემთვის. მარტში ვიყავი ,,დუბაის საერთაშორისო მოდის კვირეულზე,, სადაც სხვადასხვა დიზაინერების სამოსი წარვადგინე, ასევე ჩვენი ბრენდი ,,ლუსი და ანასტასია კატრინისათვის,, – სადაც 33 დიზაინერს შორის მივიღეთ ,,წლის საუკეთესო ახალგაზრდა დიზაინერი,, ნომინაცია.
ქეთი ორჯონიკიძესთან და ჩვენი მუსიკალური სტუდიის ბავშვებთან ერთად ჩავწერე სიმღერა, ,,ბედნიერება არის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი არ არის ბედნიერება,, – ქეთის ტექსტი და მუსიკა, არანჟი ბრავო რეკორდში გაკეთდა ამ სიმღერით გავხსენი საერთაშორისო ფესტივალი ,,მსოფლიოს სახე,, თურქეთში, რამაც მოწონება დაიმსახურა. აპრილში ვიყავი საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე ,,პატარა მის და მისტერ პლანეტა,, მიწვეული , როგორც საერთაშორისო საბავშვო ჟიურის წევრი, იქ ვიმღერე და ყველა ტურში აქტიურად ვიყავი ჩართული. ივნისის თვეში ვიყავი საერთაშოროსო ფესტივალზე თურქეთში,, მსოფლიოს სახე,, – ყველა ტურს მე და ჩემი მეგობარი რუმინეთიდან სარა ბუზდუნი ვხსნიდით და ვხურავდით. აქ არ ვიყავი კონკურსანტი, რადგან ამ კონკურსზე 4 წლის ასაკში გავიმარჯვე და ,,მსოფლიოს პრინცესა,, გავხი , მაგრამ მაინც დაგვაჯილდოვეს მე და სარა , როგორც ,,წლის საუკეთესო საერთაშოროსო მოდელები, აგვისტოში კი გავემგზავრე საერთაშორისო საბავშვო ტალანტისა და სამოდელო კონკურსზე ,,Global Star kids,, – და ავიღე ,,Top Model Of the World,, – Gran Prix , ოქტომბერში კი დუბაიში ორი საერთაშორისო მოდის კვირეული ჩატარდა , ემოციური იყო ,,Vie Fashion Week,, პოდიუმის სიგრძე 100 მეტრამდე იყო, სადაც მივიღე მონაწილეობა როგორც მოდელმა და როგორც პატარა დიზაინერმა. ეხლა ველოდები ,,რუმინეთის მოდის კვირეულს,, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.
ვარ ქართული დიზაინერის ხათუნა კობახიძის, ბრენდი ,,ხათკოს,, საბავშვო ხაზის სახე, სადაც აქტიურად ვმუშაობ და ხელფასის მაქვს. ვსწავლობ ქართულ- ამერიკულ სკოლაში , ვარ ათოსანი, რადგან როგორც დედა მასწავლის პირველ როგში კარგი სწავლა და შემდეგ კი ყველა დანარჩენი…
ვმღერი ქეთი ორჯონიკიძის სტუდიაში, აგრეთვე ლალიკო ბერაძესთან, ვცეკვავ ქართულ – ხალხურ ცეკვებს, პედაგოგი თამუნა ქორიძე, სამოდელო სააგენტო ,,კატრინის,, მოდელი ვარ, მარკუს მეტრეველი და ნინი გრძელიშვილი არიან პედაგოგები, ასევე კონკტრაქტები მაქვს რუმინეთში ,,It’s Kids,, აგრეთვე დუბაიში ,,ევრომოდელი,,
მაქვს სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოებიდან შემოთავაზება . მომდევნო წელს კი პარიზის, მილანის, დუბაის და ა. შ. საბავშვო საერთაშორისო მოდის კვირეულებზე ვარ მიწვეული, 2 საერთაშორისო კონკურსზეც მივიღებ მონაწილეობას ( მიყვარს კონკურსები) და ვფიქრობ კიდევ ვასახელებ საქართველოს
და ვემზადები ახალი სიმღერისათვის ქართულ – ინგლისურ ენაზე ( ამას საიდუმლოდ დავტოვებ) თან ვიცეკვებ , რითაც დუბაიში ,,Expo 2020,, – ზე საერთაშორისო ფესტივალის ,, პატარა მის და მისტერ მსოფლიოზე,, ვიმღერებ.”

 

მარიამ ბერძენიშვილი (11 წლის): 

“2021 წელი მიუხედავად პანდემიისა მაინც აქტიური იყო ჩემთვის.
ძალიან მიყვარს მოგზაურობა, პოდიუმი, სცენა, კონკურსები…
აპრილში ვიყავი საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე ,,პატარა მის და მისტერ პლანეტა,, მიწვეული , როგორც საერთაშორისო საბავშვო ჟიურის წევრი, იქ ვიმღერე და ყველა ტურში აქტიურად ვიყავი ჩართული. აგვისტოში კი გავემგზავრე საერთაშორისო საბავშვო ტალანტისა და სამოდელო კონკურსზე ანტალიაში ,,Global Star kids,, – და ავიღე ,,Top Model Of the World,, – Gran Prix . ოქტომბერში კი დუბაიში ორი საერთაშორისო მოდის კვირეული ჩატარდა , ,, სადაც მივიღე მონაწილეობა როგორც მოდელმა. ძალიან ბევრი სტუმარი, ტელევიზია და პრესა ესწრებოდა, მომეწონა და მომდევნო წელსაც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას,, ,,Vie Fashion Week ,, – ის პოდიუმის სიგრძე 100 მეტრამდე იყო, რაც ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, თან სხვადასხვა ქვეყნის მოდელები გავდიოდით, თუმცა ღირსეულად წავრსდექოთ.
ვსწავლობ ქართულ- ამერიკულ სკოლაში , ვარ ათოსანი.
ვმღერი ლალიკო ბერაძესთან, ვცეკვავ ქართულ – ხალხურ ცეკვებს, პედაგოგი თეა დარჩია, ს ,,კატრინის,, , It’s Kids და ,, Euromodels,, სამოდელო სააგენტოების მოდელი ვარ, მარკუს მეტრეველი და ნინი გრძელიშვილი არიან პედაგოგები, ასევე მაქვს სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოებიდან შემოთავაზება . მომდევნო წელს კი პარიზის, მილანის, დუბაის და ა. შ. საბავშვო საერთაშორისო მოდის კვირეულებზე ვარ მიწვეული.
აგრეთვე ვიმღერებ საერთაშორისო ფესტივალზე ,,პატარა მის და მისტერ მსოფლიო,, დუბაიში, რომელიც ,,Expo -2020,, ჩატარდება.” 

 

ლუსი ოქროპირიძე (7 წლის): 

“დავიბადე და ვიზრდები ინგლისში, თუმცა ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო.
3 წლიდან ვარ სამოდელო სააგენტო ,,კატრინის,, მოდელი და ქალბატონი ეკა მგალობლიშვილის მეშვეობით თითქმის ყოველ თვეში დავფრინავ სხვადასხვა ქვეყნებში. მიუხედავად პანდემიისა 2021 წელსაც ბევრ ადგილას ვიმოგზაურე, ვიყავი დუბაიში 2 საერთაშორისო მოდის კვირეულზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერების სამოსთან ერთად , წარვადგინე ჩემი და ანასტასიას ბრენდი ,,ლუსი და ანასტასია კატრინისათვის,, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, მოდიოდნენ ჟურნალისტები და ჩემგან და ანასტასიასგან იღებდნენ ინტერვიუს, სულ 18 ლუქი წარვადგინეთ, იყვნენ მოდელები რუმინეთი, სომხეთი, კენია, საქართველო და ა.შ.
ივლისში დედასთან ერთად გავემგზავრე საერთაშორისო ფესტივალზე ,,Golden Star Kids,, სადაც გავიმარჯვე და ავიღე ყველაზე დიდი გვირგვინი ,,Golden Star Kids – Grand Prix Supreme,,
ვიცი 2022 წელიც ძალიან დატვირთული იქნება ჩემთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ვიცი რომ მარტში მივფრინავ საერთაშორისო ფესტივალზე ,,პატარა მის და მისტერ მსოფლიო,, , რომელია პარადი ნაციონალური სამოსით და ფინალი ,,Expo 2020 ,,-ზე გაიმართება, მე ვიყავი აქ , დავათვალიერე და ძალიან მომეწონა, მაგრამ ეხლა რომ სცენაზე წავრსდგები მიხარია.” 

 

ნანუკა წიკლაური (12 წლის): 

“პანდემიის მიუხედავთ ჩემთვის 2021 წელი ძალინ წარმატებული აღმოჩნდა მე ოქტომბერში გავმგზავრე თურქეთში საერთაშორისო საბავშვო ტალანტისა და სამოდელო კონკურსზე ,,Golden Star Kids ,, და ავიღე ნომინაცია ,,Fashion Model World,, – Grand Prix

2021 ნოემბრის თვეში გავემგზავრე დუბაიში ორ საერთაშორისო მოდის კვირეულზე განსაკუთრებით მომეწონა ,, vie fashio week,, რადგან პოდიუმის სიგრძე 100 მეტრი იყო , ჩვენ წარვადგინეთ ბრენდი “ლუსი და ანასტასია კატრინისათვის”

მე კარგად ვწავლობ , ასევე მე დავდივარ ქართულ ხალხურ ცეკვაზე პედაგოგი თამუნა ქორიძე მე ვარ სამოდელო საგენტო კატრინის მოდელი ნინი გრძელიშვილი და მარკუს მეტრეველი ჩვენი პედაგოგოები არინ . ძალიან მიყვარს მოგზაურობა და საერთოშორისო კონკურსებზე სიარული, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს, რომელიც ნამდვილად ,, კეთილი ფერია, გახლავთ.

აგრეთვე დავდივარ თეატრალურ სტუდიაში, მიყვარს ჩემი პედაგოგები : გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე.

ძალიან მალე არის ახალი წელი და ჩემი სურვილია მქონდეს ახალი ტელეფონი და მყავდეს ძაღლი.” 

მეა გუგუშვილი (9 წლის): 

“მე ვარ მეა გუგუშვილი, 9 წლის, ვსწავლობ “ახალ ქართულ სკოლაში” ვარ წარმატებული მოსწავლე.

მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული მოსწავლე ვარ ყველა საგანი ძალიან მიყვარს და მაინც გამოვყოფ რამოდენიმე საგანს:ქართული, ინგლისური, მუსიკა, და ისტი.

ასევე დავდივარ სპორტულ ცეკვაში , სადაც ჩემი პედაგოგები არიან ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი , რომლების ძალიან მიყვარს.

ერთი წელიც არ არის, რაც გავხდი სამოდელო სააგენტო “კატრინის” პატარა მოდელი, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი “კეთილი ფერია” მე ასე შევარქვი.

პედაგოგები გახლავთ: ნინი გრძელიშვილი და მარკუს მეტრეველი. ვსწავლობ დეფილეს, მოდის ისტორიას, კამერის წინ პოზირებას და ასე შემდეგ….

ჯერჯერობით მქონდა მხოლოდ ადგილობრივი ჩვენებები და ღონისძიებები თუმცა ქალბატონმა ეკამ ჩემი კანდიდატურა წარადგინა საერთაშორისო ფესტივალზე ” მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი” და მაისში საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას.

საერთაშორისო პროექტი უკვე 7წელია რაც ტარდება, 2021წელს ვერ ჩატარდა პანდემიიდან გამომდინარე, იმედი მაქვს 2022წელი უკეთესობისკენ შეიცვლება და დაუბრუნდებით ჩვეულებრივ რითმს.

უკვე ჩავერთე ქეთი ორჯონიკიძის მუსიკალურ სტუდიაში, განსაკუთრებულად მიყვარს ქეთი მასწავლებელი და ამაყი ვარ რომ ქეთი ჩემი პედაგოგია, ის ხომ შეუდარებელი მომღერალია.

განსაკუთრებით მიყვარს ახალი წელი, რადგან თოვლის ბაბუას ყოველთვის მოაქვს ჩემთვის ყველა საჩუქარი რასაც ვთხოვ და წელსაც სულმოუთქმელად ველოდები ახალი წლის დადგომას, რათა ჩემი სურვილები ახდეს, კიდევ ერთი სურვილი მაქვს გავხდე ,,მის მსოფლიო,, და მჯერა, რომ ეს ნატვრაც ამიხდება, ერთხელ ქალბატონმა ეკამ მითხრა, რომ მას აქვს ჯადოსნური ჯოხი და “კატრინში” ქალბატონი ეკა მგალობლიშვილის , ჩემთვის კი “კეთილი ფერიას” დახმარებით ეს ნატვრაც ამიხდება, როცა გავიზრდები მე ,,მის მსოფლიო,, გავხდები.” 

 

დემეტრე ჯაჯანიძე:

“მე ძალიან მიყვარს ეკა მგალობლიშვილი, რომ დავინახე იმ დღესვე შემიყვარდა. ვარ ფეხბურთელი და ვამაყობ ამით. ჩემი დედიკო ყველაზე კარგი დედიკო არის მთელს მსოფლიოში, სულ მეფერება, ზრუნავს ჩვენზე და ყველა სურვილს გვისრულებს.

ძალიან დატვირთული ვარ, სკოლა და ფეხბურთი, თუმცა როდესაც მცალია სულ ვიღებ ფოტოებს დედიკოს ბრენდის სამოსში, ვთანამშრომლობ ,,კატრინთან,,

მიყვარს მოგზაურობა, ივნისში ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში გავიმარჯვე საერთაშორისო ფესტივალზე ,,მსოფლიოს სახე,, და ძალიან გამეხარდა.

მე აუცილებლად ბიზნესმენი გამოვალ და ყველას დავეხმარები ვისაც დასჭირდება.” 

 

ანდრეა ჯაჯანიძე, (10 წლის): 

“2021 წელი ძალიან დატვირთული იყო ჩემთვის, ვარ ფეხბურთელი და მქონდა ბევრი შეჯიბრი, ზბორები , დღეში 2-3 საათი ვარჯიშობთ ხოლმე, ძალიან მიყვარს და მინდა წარმატებული ფეხბურთელი გამოვიდე. ასევე კარგად ვსწავლობ სკოლაში. მიყვარს სიმღერა, ქეთი ორჯონიკიძესთან და ჩვენი სტუდიის ბავშვებთან ერთად ჩავწერეთ ბრავო რეკორდში სიმღერა, ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად ქეთი მასწავლებელი გახლავთ, ეხლა კი კლიპისათვის ვემზადებით.
ვარ დედაჩემის ბრენდი ,,ხათკოს,, საბავშვო ხაზის სახე და ხშირად მაქვს ფოტოსესიები.
ვთანამშრომლობ სამოდელო სააგენტო ,,კატრინთან,, ივნისის თვეში მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო ტალანტისა და სამოდელო კონკურსზე ,,მსოფლიოს სახე,, სადაც გავიმარჯვე და ,,გრან პრის,, მფლობელიც გავხდი.
გავიარეთ სხვადასხვა ტური: ნაციონალური სამოსის, ტალან- შოუ, მეგობრობის საღამო, ინტერვიუ საერთაშორისო ჟიურის წევრებთან, Fashion Show, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებთან ერთად ჩემი დედიკოს ბრენდი ,,ხათკო,, წარსდგა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. გვქონდა ფოტოსესიები და სატელევიზიო გადაღებები და ბოლოს ფინალი, სადაც როგორც უკვე მოგახსენეთ ვასახელე საქართველო.” 

 

ალექსი მჭედლიძე (9 წლის):

“ვსწავლობ სკოლა-ლიცეუმში ,,ცოდნა” ვარ წარჩინებული მოსწავლე , თუმცა გამორჩეულად მიყვარს , ქართული , მათემატიკა და ჭადრაკი. ერთი წელია არ არის რაც გავხდი სამოდელო სააგენტოს პატარა მოდელი. რომელსაც ხემძღვალელობს ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი, მე ის ძალიან მიყვარს და ყველა მის რჩევას ვითვალისწინებ.

პედაგოგები არიან: ნინი გრძელიშვილი და მარკუს მეტრეველი.ვსწავლობ დეფილეს, მოდის ისტორიას ,კამერის წინ პოზირებას. ამა წლის მაისში მივიღე მონაწილეობა ფესტივალზე ,,საქართველოს ამომავალი ვარსკვლავი,, და დავჯილდოვდი ნომინაციით ,,პრინცი -2021,, მაისში ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი ,,მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი,, სადაც მივიღებ მინაწილეობას.

ასევე დავდივარ ქეთი ორჯოკინიძის მუსიკალურ სტუდიაში და თამარ ქორიძის ცელვის სტუდიაში. მიყვარს თეატრი, დავდივარ თეატრალურ სტუდიაში , რომელსაც ხემძღვანელობენ გოგა ბარბაქაძე, მაია დობორჯგინიძე და ეკა მგალობლიშვილი.

გილოცავთ ყველას 2022წელს.” 

 

სალომე ხერგიანი (14 წლის), სამოდელო სააგენტო “კატრინის” წარმატებული მოდელი. 

“პატარაობიდან ვოცნებობდი ამ პროფესიაზე და დედამ ჩემი ოცნება ამიხდინა. სამოდელო სააგენტო “კატრინში ” ერთი წელია რაც ვსწავლობ , მარკუს მეტრეველი და ნინი გრძელიშვილი არიან ჩემი პედაგოგები, ვმღერი ქეთი ორჯონიკიძის სტუდიაში, ვცეკვავ ქართულ – ხალხურ ცეკვებს, ჩემი პედაგოგია თამუნა ქორიძე , ასევე ვსწავლობ თეატრალურ სტუდიაში, პედაგოგები მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე. ჩემი ჰობია მოგზაურობა, ცეკვა და სიმღერა. ქალბატონი ეკატერინე მგალობლიშვილის დახმარებით ამ ერთი წლის განმავლობაში მრავალ კონკურს-ფესტივალზე ვარ ნამყოფი და აქედან სამ საერთაშორისო სამოდელო და ტალანტის კონკურსზე გავიმარჯვე.

პირველი წარმატებას დუბაიში , საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე მოვიპოვე. ნომინაციით “Miss Teen Planet -2021” ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება, სადაც ჩემს სიხარულს ენით ვერ აღვწერდი, სულ სხვა შეგრძნება იყო … პირველი გამარჯვება, როდესაც ჩემი ქვეყნის სახელით გავედი და ვასახელე ჩემი ქვეყანა. დუბაიში ასევე გამიფორმეს კონტრაქტი სამოდელო სააგენტო ,, Euromodels,,

შენდეგ მივიღე მოწვევა “future fashion faces world kid’s” საერთაშორისო კონკურსიდან , რასაც სიამოვნებით დავთანხმდი და გავემგზავრე თურქეთში და იქ გავხდი ბეწვეულის და ტყავის მწარმოებელი კომპანიის “feron”ის სახე, მინი გალაზე ავუღე ნომინაცია “grace” და კონკურსზე “winner” და ისევ და ისევ წარმატებებით დავბრუნდი საქართველოში. შემდეგ მიმიწვიეს „golden star kids international“ კონკურს-ფესტივალზე თურქეთში სადაც გავხდი „best model Eurasia grand prix 2021“ და ისევ წარმატებული დავბრუნდი საქართველოში.” 

 

მეა იაშვილი, (9 წლის): 

“ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ვხვდები,რადგან ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. მჯერა,რომ ოცნებები ხდება.

ვარ ქ.თბილისის სკოლა „ ქართული სასწავლებლის ,, მესამე კლასის წარჩინებული მოსწავლე,თუმცა განსაკუთრებულად მიყვარს გერმანული ენა,ბუნება,მათემატიკა და ხელოვნება.

თითქმის ერთი წელია,რაც სამოდელო სააგენტო და ხელოვნების სტუდია „ კატრინის“ოჯახს შევუერთდი.არ შემიძლია,არ აღვნიშნო ის,თუ როგორ მოვხვდი სამოდელო სააგენტო „ კატრინში“: გამოცხადდა „კატრინთან“ არსებული თეატრალური სტუდიის ქასთინგი,დედასთან ერთად მივედი, სადაც ასამდე მსურველი იმყოფებოდა.ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი გახლავთ სტუდიის დამფუძნებელი და როცა დასრულდა ქასთინგი,მან მთხოვა დავრჩენილიყავი და შემომთავაზა სამოდელო სააგენტოშიც მეცადა ბედი.ძალიან გამეხარდა,რომ გავხდი ქ-ნი ეკას რჩეული.

რათქმაუნდა დავეთანხმეთ მას აი უკვე თითქმის ერთი წელია ,რაც ვარ „კატრინის“ პატარა მოდელი.მაქვს წარმატებები: უამრავი ფოტო-სესია,ჩვენებები,სატელევიზიო გადაღებები,კონცერტები,ვიღებ მონაწილეობას ივენთებსა და შეხვედრებში. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით,რომ ჩემი პედაგოგები გახლავთ ჩემი ფავორიტი მარკუს მეტრეველი და ულამაზესი და უნიჭიერესი ნინი გრძელიშვილი,თუმცა როცა ქ-ნი ეკა საქართველოშია,ის გვიტარებს მასტერ კლასებს და ვიღებ უდიდეს გამოცდილებას, ის ხომ ჩვენი ,, კეთილი ფერიაა,, დიდი მადლობა მას ამისთვის.აგრეთვე დავდივარ „კატრინთან“არსებულ ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების სტუდიაში,სადაც გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგი -თამუნა ქორიძე.ვცეკვავ კიდეც უკვე რამოდენიმე ცეკვას .გარდა ამისა დავდივარ თეატრალურ სტუდიაში,რომლის დამფუძნებლები არიან ქ-ნი ეკა მგალობლიშვილი,მაია დობორჯგინიძე და ბ-ნი გოგა ბარბაქაძე. მაია და გოგა არიან უშუალოდ ჩემი პედაგოგები.უზომოდ მიყვარს ეს ადამიანები ჯერ კიდე სერიალიდან „ შუა ქალაქი“ ,რომელსაც ვუყურებ მას შემდეგ,რაც ჯერ კიდევ სრულიად პატარამ ენა ავიდგი .გვაქვს დიდი სამომავლო გეგმები.უნდა დავდგათ სპექტაკლი, გადავიღოთ მხატვრული ფილმი,ზღაპარი .

ვემზადებოდი რუმინეთის მოდის კვირეულისათვის, რომელიც სამწუხაროდ გადაიდო პანდემიის გამო,თუმცა იგეგმება მარტის თვეში, რუმინეთის მოდის კვირეულზე გამგზავრება,სადაც სხვა ცნობილ დიზაინერებთან ერთად წარვადგენ ქართველი დიზაინერის -ხათკოს და „ ლუსი და ანასტასია კატრინისათვის“ ბრენდის სამოსს. ქ-მა ეკამ,ჩემი კანდიდატურა წარადგინა საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი“,რომელიც გაიმართება მაისში ,სადაც მონაწილეობას მივიღებ საქართველოს სახელით.უნდა გავიარო რამდენიმე ტური: ტალანტის,ნაციონალური სამოსის, და პარალელურ რეჟიმში იქნება Fashion Show,სადაც სხვადასხვა დიზაინერების სამოსით წარვსდგები ,იქნება ექსკურსიები,შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან,საქველმოქმედო საღამო და ბოლოს ფინალი.ფინალზე ძალიან მინდა ვასახელო საქართველო.

და ბოლოს: დგება ახალი 2022 წელი.ჩემი დიდი სურვილია დადგეს მთელი სამყაროსთვის ბედნიერი წელიწადი და პანდემიის გარეშე განვაგრძოთ ცხოვრება,ისევე ,როგორც ადრე.

მინდა იყოს ყველა ჯანმრთელი,ბედნიერი და რაც ყველაზე მეტად მინდა არის ის,რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მოვუაროთ საქართველოს”… 

 

ნუცა გრიგალაშვილი (11 წლის): 

“2021 წელს ბევრი კარგი და სასიამოვნო სიახლე იყო ჩემთვის. ვარ სამოდელო სააგენტო ,, კატრინის,, პატარა მოდელი, მქონდა ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები: ჩვენებები, სამოდელო და ტალანტის კონკურსები.

ქეთი ორჯონიკიძესთან და ჩვენი მუსიკალური სტუდიის ბავშვებთან ერთად ჩავწერე სიმღერა, ,,ბედნიერება არის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი არ არის ბედნიერება,, – ქეთის ტექსტი და მუსიკა, არანჟი ბრავო რეკორდში გაკეთდა , ეხლა ვემზადებით კლიპის გადასაღებლად და ძალიან მიხარია. ივნისის თვეში ვიყავი საერთაშოროსო სამოდელო და ტალანტის ფესტივალზე თურქეთში,, მსოფლიოს სახე,,, სადაც საქართველოს სახელით მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე – ორი კონტინენტის ,,მისი,, გავხდი, – ,,მის ევრაზია,, , ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა სხვადასხვა ტურები და აქტივობები, ნაციონალური სამოსი ტური, ტალანტ- შოუ, სადაც ჩემს ,,კატრინელებთან, ერთად ქართული ცეკვების პოპური შევასრულე და ამ ნომრით ფინალში გადავედი, ჩვენ მხოლოდ სამოდელო სააგენტო არ გვაქვს, ჩვენთან არსებული არის ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების სტუდია,, ქეთი ორჯონიკიძის მუსიკალური სტუდია, თეატრალური სტუდია – გოგოა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე ასწავლის, ასე რომ ტალანტის ტურიც საკმაოდ კარგად წარვადგინე, fashion Show, სადაც საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერების სამოსით გამოვედი, საქართველოდან ,,ხათკო,, და ,,ანასტასია და ლუსი კატრინისათვის,, ეს 2 ბრენდი იყო, გვქონდა ექსკურსია, ფოტოსესიები, სატელევიზიო გადაღებები , როკენ- როლის საღამო და ა.შ.

ეხლა ველოდები ,,რუმინეთის მოდის კვირეულს,, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.

2022 წელს მიწვეული ვარ საერთაშოროსო საბავშვო კონკურსზე ,,პატარა მის და მისტერ მსოფლიო,, რომელიც დუბაიში გაიმართება და ქალბ. ეკა მგალობლიშვილმა წარადგინა ჩემი კანდიდატურა და დარწმუნებული ვარ ისევ ვასახელებ საქართველოს, ფინალი ,,Expo 2020,, – ზე გაიმართება და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიული მოვლენის პატარა მონაწილე ვიქნები.” 

 

ნატალი მანველიშვილი (10 წლის):

“2021 წლის ოქტომბერში შევუერთდი ,, კატრინთან,, არსებულ თეატრალურ სტუდიას, რომელსაც გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე ხელმძღვანელობენ… გასულ კვირას გვქონდა შემაჯამებელი ღია გაკვეთილი , სადაც მცირე იგავ-არაკით წავრსდექი მაყურებლის წინაშე და ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს მოვეწონე და ამირჩია ახალი პროექტისთვის “წლის 12 წარმატებული ბავშვი” ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უამრავი პროექტები და წარმატებები გვექნება.” 

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი სიხარულით ულოცავს ამ საამაყო წარმატებულ ბავშვებს დამდეგ შობა-ახალ წელს და სულ ახლო მომავალში, შესთავაზებს ახალ ვიდეო-რუბრიკას: წარმატებული ბავშვები, სადაც ჩვენი მკითხველი, უკვე ვიდეო ფორმატით იხილავს ამ არაჩვეულებრივ, ნიჭიერ ბავშვებს და უფრო ახლოს გაიცნობს მათ.

 

 

 

კომენტარები ფეისბუქიდან