საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე პოლონეთში იმყოფება, სადაც ადგილობრივი მაუწყებლობის ეთერში საქართველოში გამგზავრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ როგორც კი შესაძლებლობა ექნება, მაშინვე გაემგზავრება.
“საქართველოში იმისიც კი ეშინიათ, რომ მათ ციხეში ვიჯდე, ხოლო როცა ხელისუფლებას იმ ადამიანის ეშინია, რომელსაც ციხე ემუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლები არ არიან.
ახლა პირიქით, კი არ ვემალები მართლმსაჯულებას, ვეუბნები, მოვალ-მეთქი, მაგრამ მეუბნებიან – არა, არა, დარჩი სადაც ხარო. უბრალოდ, ამ ეტაპზე არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, რომ საქართველოში წავიდე და როგორც კი მექნება, არ დავაყოვნებ, წავალ და ჩემს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით დავუდგები”, – აცხადებს სააკაშვილი.
ავტორი: გურიის მოამბე