წარმატებული რუსთაველი ქალბატონი: მაია რეცებოვა – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
–გაეცანით ქალბატონო მაია საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.
-გახლავართ მაია რეცებოვა, ძალიან მიხარია, რომ გვეწვიეთ ჩვენს პატარა ოფისში, სადაც ძალიან დიდი გულია, მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აქ ჩვენი ბავშვები იყვნენ გახარებულები, ყველაზე მეტად კი მინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ცხოვრება გავუხალისო, შეხვედრებით, კონცერტებით, მათ როდესაც ვახარებ მეც ვხარობ. კულტურის საქველმოქმედო ცენტრი სალამი-ეს არის ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ამ კეთილ მიზნებს, თუმცა ჩვენ არ გვყავს სპონსორი, უბრალოდ რასაც ვაკეთებ ჩემი ოჯახის ხარჯით და მათი თანადგომით. პირადად მე რვაჯერ მაქვს განაკეთები ოპერაცია, თუმცა უფალს მადლობა, რომ დღეს მაინც ფეხზე ვარ, ჩემ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად. ბავშვებთან, რომლებსაც უჭირთ დამოუკიდებლად გადაადგილება, მეც გამომიცდია ეს ყველაფერი, როდესაც ავად ხარ მომსვლელი და მომკითხავი გჭირდება და არა მხოლოდ საჩუქრები. ამიტომ მინდა ჩემი სიყვარული და სითბო მივცე ამ გაჭრვებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი თანაგრძნობა ჭირდებათ.
-თქვენ, როგორც ვიცი ტელევიზიის გაკეთებაც გინდოდათ?..
-მართალია მინდოდა გამეკეთებინა ტელევიზია, თუმცა სპონსორი არ მყავდა, რათქმაუნდა მივედი აქ ჩვენს რუსთავის პირველ არხზე, მინდოდა, რომ აზერბაიჯანულ ენაზე მოესმინათ მთელ ქვემო ქართლის მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქართული ტელევიზიის გადაცემები, აზერბაიჯანი და საქართველო მოძმე ქვეყნები არიან და ამიტომ მინდოდა ორივეს კულტურა წარმომეჩინა და ამაზე გამემახვილებინა აქცენტი, განსაკუთრებით მინდოდა აზერბაიჯანელ ქალებს ეყურებინათ ქართული ტელეარხისთვის, ოღონდ აზერბაიზანულ ენაზე, ამის მცდელობა გვქონდა, თუმცა ეს მაინც ვერ მოხერხდა ბოლომდე, რადგან გადაცემის აზერბაიჯანულ ენაზე დამონტაჟება ვერ მოხერხდა, თანაც ძალიან ძვირი ჯდებოდა ეს ყველაფერი და ამიტომ შევაჩერეთ. ასევე ოპერატორების სიმცირემაც შეგვიშალა ხელი. შემდეგ ძალები მოვსინჯეთ აზერბაიჯანის სუნგაიფის არხზე, რადგან ორივე მეტალორგიული ქარქნის ქალაქია, ორი მოძმე ერის. ძალიან კარგად და თბილად მიმიღეს თანხას ხანდახან არც მართმევენ, რადგან ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება, თუმცა ჩვენ როგორც შეგვიძლია პატივს ვცემთ, ხან თანხასაც ვუხდით და კვირაში ერთხელ გვაქვს 35 წუთიანი ქრონომეტრაჟის გადაცემა, ოთხშაბათს, თუმცა ყოველკვირას გარკვეული მიზეზების გამო მაინც ვერ გავდივართ. ჩვენი ოპერატორი ბიჭები ძალიან კარგები არიან, ბევრს შრომობენ, რომ ჩვენ ბავშვებს ჰქონდეთ ამ გადაცემების ნახვის საშუალება. გამოგვყავს ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც ვერ ხედავენ, თუმცა ფანტასტიურად მღერიან და უკრავენ, ახლაც ერთმა უსინათლო ბიჭმა ისე კარგად და გემრიელად იმღერა „ჩემო თბილის ქალაქო“, ჩვენი გადაცემის სახელია: „მოდით ერთად ვუთხრათ სალამი რუსთავს“ და ასე გვესალმებიან რუსთაველებს აზერბაიჯანიდან. რუსთავს არ იცნობდნენ სუნგაითში და ამ ჩვენი გადაცემის წყალობით სტუმრადაც ჩამოვიდნენ და ნახეს ჩვენი სამშობლო, რაც მე ძალიან მახარებს.
-ქალბატონო მაია, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..
-პირველ რიგში ძალიან გამეხარდა, რომ მომიწვიეთ პროექტში, ვფიქრობ, რომ ქალი არ უნდა იყოს მხოლოდ მეოჯახე და იჯდეს სახლში, მან, როგორც დედამ თავისი ქვეყნისთვის უნდა გააკეთოს სასარგებლო საქმე, თუნდაც ერთი ხე, რომ დარგოს და ყველაფერი გააკეთოს სიყვარულის, მეგობრობის და საერთოდ მოყვასისთვის. მომავალი თაობისთვის უნდა დარგოს ნერგი, რომელიც გაიხარებს და თქვენი პროექტი ემსახურება ქალების ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათი თვითრწმენის ამაღლებას.
-ქალბატონო მაია, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?..
-მთელი გულით ვუსურვებ ლაზიკას და მის ხელმძღვანელობას ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტებს, ძალიან მიყვარს ეგ რესტორანი და მისი ხელმძღვანელი ბატონი ნიკოლოზი, რადგან არის ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართული კულტურის წარმოსაჩენად, აი ლაზიკაში რომ შეხვიდეთ ნახავთ, რომ ნამდვილი ქართული სული იგრძნობა. კიდევ ერთი შემიძლია გითხრათ, აი მე, როდესაც სტუმრები ჩამომდიან და ვერ ვასწრებ, რომ მათ გავაცნო ქართული კულტურა, მაშინ შემიძლია ერთი საათით მაინც თამამად მივიყვანო რესტორან ლაზიკაში და დარწმუნებული ვარ რომ იგრძნობენ ქართულ სულს და გულს. აი ესაა ჩემთვის რესტორანი ლაზიკა. ამიტომ ყველას ვურჩევ ეწვიოს ლაზიკას და თუნდაც ერთი ფრაგმენტითაც მიხვდება, რომ აქ ნამდვილად იგრძნობა საქართველოს გული.
–მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის ქალბატონო შორენა და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-ვუსურვებ, რომ იყვნენ ძლიერები, ფული ყველაფერს არ ნიშნავს, სამშობლო დედასავით უნდა უყვარდეთ, საკუთარ შვილსაც კი უნდა დაუშალონ ცუდი საქმის კეთება და არ უნდა აყვნენ აუგში. პიარისა და ფულის კეთების გულისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრონ და სამშობლოს სიყვარულით იცხოვრონ. აი მაშინ ნამდვილად მიაღწევენ დამსახურებულ წარმატებას. ამ წუთისოფლიდან უნდა წავიდეთ ვალმოხდილები სიყვარულით და არა ორიპერობით და ღალატით. აი ამას ვუსურვებ ჩვენს დამწყებ ბიზნეს ლედებს.
შეგახსენებთ, რომ მაია რეცებოვა გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ მაიას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი მაია არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.