ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

როგორც უწყებაში განმარტეს, დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს ექსპერტიზის ბიუროს 7 ექსპერტი, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო .

სამხარაული ექსპერტიზის დასკვნაშო წერია, რომ 2021 წლის 5 ივლისს მიღებული დაზიანებები „ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან“.

ასევე „სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქალაქე ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინფექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)“, – წერია დასკვნაში.

კომენტარები ფეისბუქიდან