მეორე ვაქცინის შემდეგ გადაღებაზე ვიყავი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ჯირკვლები გამისივდა. რა სექსი, რა პაემანი, რა გაპრანჭვა, არაფრის თავი არ მქონდა… ახლა სამუდამოდ მოკლებული ვარ ამას.

მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ ყველაფერს კი თავად ვაქცინას უკავშირებს.

“მეორე ვაქცინის შემდეგ გადაღებაზე ვიყავი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ჯირკვლები გამისივდა. რა სექსი, რა პაემანი, რა გაპრანჭვა, არაფრის თავი არ მქონდა… ახლა სამუდამოდ მოკლებული ვარ ამას.

ერთ ღამეს გასკდა ბართოლინის ჯირკვალი, დამეწყო სისხლდენა, გაურკვეველი სითხე მომდიოდა. ჯერ მეგონა, გარეორსულობა მქონდა, მაგრამ სიმპტომები ვიცი, ბებია მყავდა გინეკოლოგი და მივხვდი, ეს არ იყო… ბართოლონის ჯირკვალი აღმოჩნდა… ბართოლონის ჯირკვალი ქალებს აქვთ ორი ცალი და აღზნების დროს სითხეს გამოყოფს… ექიმთან ვიყავი, გამჭრეს, ბიოფსია გამიკეთეს. მითხრეს, რომ 6 კვირა სექსი არ შეიძლებოდა. რა 6 კვირა! 10 სექტემბერს მოხდა ეს და მას შემდეგ ორჯერ მქონდა სექსი. აღარც ლტოლვა მაქვს, აღარც სურვილი…

30 დეკემბერს 10 კილომეტრი ვირბინე და შეშუპება დამეწყო. ეს იცით, რას ნიშნავს? სექსი ვერ მექნება, რადგან კვერცხის ზომის შეშუპებული ჯირკვალი მაქვს ვაგინაში მარცხენა მხარეს. ვაქცინამ დედა მიტირა!

მითხარით, ამდენი დაავადება არსებობს, ბავშვები ლეიკემიით იღუპებიან და მომაკვდავ ადამიანებს რატომ არ მკურნალობენ უფასოდ?! და რატომ არის ვაქცინაცია უფასო? რა არის მსოფლიოში უფასო ამის გარდა? დაფიქრდით ამაზე. შეიძლება ჩემი ანგარიში დაიბლოკოს, მაგრამ გაჩუმებას არ ვაპირებ”, – ამბობს იუნა შაფათავა ვიდეოში.

იუნა შაფათავა ასევე ამტკიცებს, რომ საყოველთაო ვაქცინაცია სიზმარში ნახა, ამჯერად კი, მისი თქმით, ადამიანების დაჩიპვა ესიზმრა.

შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემით, მსგავსი ტიპის გართულებების შესახებ ცნობილი არ არის.