ვაქცინაცია ვერც დაავადების გართულებისგან და ვერც სიკვდილისგან ადამიანს ვერ იცავს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აცრილთა ეპიდემია მიმდინარეობს.

ტვ “ობიექტივის” გადაცემის ფრაგმენტი, სადაც ჟურნალისტი ნინო რატიშვილი თინათინ გოცაძეს ესაუბრება. გოცაძის მტკიცებით, ვაქცინაცია ვერც დაავადების გართულებისგან და ვერც სიკვდილისგან ადამიანს ვერ იცავს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აცრილთა ეპიდემია მიმდინარეობს. მას მაგალითად მოჰყავს, ისრაელი და აცხადებს, რომ ქვეყანა ამჟამად მაღალი ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების მაჩვენებლის პიკზეა და იქ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლებია.