5 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ზვიად გოგიაშვილმა 29 წლის ფეხბურთელის გულის შეტევით გარდაცვალების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. კიდევ ერთი ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა, რასაც მოსდევს ტექსტი, რომ ვისაც ფეხბურთის თამაში სურს, უნდა აიცრას. ამავე მომხმარებელმა 10 იანვარს გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვით, ვიდეო ყატარიდანა, ხოლო ოსმან კულიბალის მატჩის დროს გულის შეტევა განუვითარდა.
ფეისბუქ მომხმარებელმა ლილუ ლილუ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯი შეუძლოდ ხდება და ექიმებს ის სტადიონიდან გაჰყავთ. აღწერაში ლილუ ლილუ მოვლენას “ბილ გეითსის შემოტანილ ახალ ნორმებს” უკავშირებს.