ესპანეთი ავითარებს Covid19-ის წინააღმდეგ ახალ სისტემას, როგორც ჩვეულებრივი გრიპის მონიტორინგისთვის.

ესპანეთი ავითარებს Covid19-ის წინააღმდეგ ახალ სისტემას, როგორც ჩვეულებრივი გრიპის მონიტორინგისთვის.”- ასეთ სათაურს ვხვდებით გაზეთ El Pais მთავარ გვერდზე.

,,ჩვენ გვაქვს პირობები რომ თანდათანობით, სიფრთხილით გავხსნათ დებატები ტექნიკურად ევროპულ დონეზე, რათა დავიწყოთ ამ დაავადების ევოლუციის შეფასება განსხვავებული პარამეტრებით რაც აქამდე გვქონია.”-თქვა ესპანეთის პრემიერმა რადიო Cadena-თან ინტერვიუში. შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ესპანეთის მთავრობას აქვს მხედველობაში იქნება Covid19-ის ვარიანტების მკურნალობის დაწყება ისე, როგორც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში. ,,შეწყვიტეთ შემთხვევების დათვლა და თითოეული სიმპტომის ტესტირება.”

ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოები თვეების განმავლობაში ამ ხედვაზე, ახალ სტრატეგიაზე მუშაობდნენ, რათა გადავიდნენ ,,სენტინელაზე,” რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა გრიპის საწინააღმდეგოდ. ,,იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში გამოვლენილი Covid-ის შემთხვევების მიმართ დღევანდელი მიდგომები გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. უფრო სტრატეგიული იქნება შეირჩეს სკოლებში, სამედიცინო ცენტრებსა და საავადმყოფოებში მედიცინის მუშაკები. ამის მიზანი იქნება სტატისტიკის შექმნა, რომელიც განაწილებული იქნება საკვანძო პუნქტებში, როგორც ეს ხდება გამოკითხვებით კვლევების ჩატარებისას. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვთვალოთ როგორ ვრცელდება დაავადება, მსუბუქ თუ რთულ ფორმებში როგორ ვლინდება, დავითვლით არა ისე როგორც აქამდე. არამედ მხოლოდ მათ დავითვლით, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ და არა მათ, ვინც უსიმპტომოა.”- აცხადებენ ესპანეთის მთავრობაში.

ნონა გედენიძე.

კომენტარები ფეისბუქიდან