და მაინც, რა არის ბუღალტრული აღრიცხვა ზუსტად!

და მაინც, რა არის ბუღალტრული აღრიცხვა ზუსტად!

საკუთარი საქმიანობის დაწყებისას ყველას საუკეთესო შედეგის მოლოდინი აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ წინ უამრავი წინააღმდეგობაც იქნება, რომლის გადაჭრაც ხშირად სწორედ რომ ბიზნესის ბედ-იღბალს წყვეტს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უამრავი დეტალის გათვალისწინება, პრობლემების დროულად მოგვარება და ანალიზი, მასშტაბური ნაბიჯის გადადგმისას კარგად დაფიქრება და რისკების ანალიზი. ყველა ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი სახის ქმედება ფინანსებში ითარგმნება, რადგანაც ყველა ნაბიჯს სჭირდება შესაბამისი რესურსი. ხშირად სწორედ ეს ხდის დიდ კორპორაციებსა თუ კომპანიებს ნაკლებად ელასტიურს და აიძულებს უსაფრთხო ბილიკებით სიარულს. იმისათვის, რომ სულ მცირედი გაუთვალისწინებელი რისკები ავირიდოთ და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის, აუცილებელია კომპანიაში ბუღალტერია სრულიად დალაგებული იყოს.

არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის ზომას ან მიმართულება, ნებისმიერ შემთხვევაში ბუღალტერიის წარმოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შეიძლება საწყის ეტაპზე, ფინანსები იმ ადამიანმა აიღოს საკუთარ თავზე, ვინც შეიძლება მარტივ ბუღალტერიას ფლობდეს და ამან გაამართლოს კიდეც, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა კომპანია ზრდას იწყებს, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება, რომ ეს სფერო პროფესიონალი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს.

ბუღალტერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ბუღალტრული აღრიცხვა. იხ. ლინკი ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც მნიშვნელოვანია სწორმა პროფესიონალმა ადამიანმა გააკეთოს. ის არის ერთგვარი ენა, რომლის ძირითადი მიზანი ბიზნეს საქმიანობაში ჩართული ყველა პირისთვის ინფორმაციის მიწოდებაა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, გაზომვას, დამუშავებასა და გადაცემას. როგორც უკვე ვახსენეთ, არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის ზომასა თუ საქმიანობას, ყველგან ყოველთვის იქნება იმის საჭიროება, რომ ეს ნაწილი მიხედილი და დალაგებული იყოს. ამის მეშვეობით მენეჯერს შეეძლება ზუსტად განსაზღვროს კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა, სწორად დაითვალოს რისკები და დასახოს სამომავლო გეგმები.

იხ. ლინკი ბუღალტრული აღრიცხვა ერთიანი დაკვირვების მეთოდს იყენებს, ამიტომ აუცილებელი ხდება, რომ იმ ადამიანსა თუ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც მას აწარმოებს, წვდომა ჰქონდეთ სრულ ფინანსურ ინფორმაციაზე, რადგან ამ მთლიანი პროცესის სწორად მართვა განაპირობებს ისეთ მენეჯერულ საკითხებს, როგორიცაა ფასის მოფიქრება, მომატება ან დაკლება, ასევე ხელფასების გაწერა და სხვა ფინანსური პროცესები. ეს ნაწილი მნიშვნელოვანია სწორად იყოს შესრულებული ახლად შექმნილ სტარტაპებსა თუ პატარა ბიზნესებში, რათა გადაწყვეტილების მიღებისას რელევანტური ინფორმაციის მოძებნა გაცილებით მარტივი იყოს, რომელსაც თავის მხრივ ჩანიშვნა, გაცვლა და საბუთების ზედმიწევნით შენახვა სჭირდება.

ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია ბუღალტერია კომპეტენტური, გამოცდილი და სანდო ადამიანების ხელში იყოს. თანამედროვე, ტექნოლოგიურ საუკუნეში ვითარდება მიდგომებიც, ამიტომ სულ უფრო მეტ კომპანიას გააქვს ბუღალტერია აუთსორსზე და ცდილობს ეს საქმე იმ პროფესიონალებს მიანდოს, რომლებიც ბუღალტრულ კომპანიებში ეგულებათ. ასეთი ტიპის თანამშრომლობისას ბუღალტრული კომპანია მიმართულია იმაზე, რომ საქმე მაქსიმალურად კარგად იყოს შესრულებული, რადგან მისი პროსტიჟი სწორედ ამაზე დგას, აქედან გამომდინარე პარტნიორ კომპანიებს უწევს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.