რა არის აგრო კრედიტი და რისთვის არის საჭირო?..

რა არის აგრო კრედიტი და რისთვის არის საჭირო?..

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა საქართველოში ახალი სფერო არ არის, საუკუნეების მანძილზე აქ მცხოვრები ინდივიდები სწორედ ამ სფეროში იყვნენ ჩართულნი და შესაბამისად ყველაზე გავრცელებული იყო ჩვენს ქვეყანაში. თანამედროვეობაში, როდესაც უამრავი დარგი შემოვიდა და ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ის სფერო, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობენ, ეს მიმართულება მაინც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ყოველწლიურად იზრდება ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებთა რიცხვიც. ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა და ახალი მიდგომების დანერგვამ სასიკეთოთ განავითარა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის მუშაობის სპეციფიკა, ამიტომ დღეს ეს ადამიანები მუდმივად ცდილობენ ახალი ტექნიკის ათვისებას, რომელიც თავიანთ საქმიანობას კარგად წაადგება. 

ტექნოლოგიები კარგია, თუ სწორად იყენებ, თუმცა მეორე მხრივ გარკვეულ თანხებთანაცაა დაკავშირებული, რომელიც კონკრეტულ მომენტში შეიძლება ფერმერს არ გააჩნდეს. საკუთარი საქმიანობის დაწყებისას ყოველთვის მნიშვნელოვანია საწყისი კაპიტალი, რაც მთელ რიგ შემთხვევებში ხშირ პრობლემას წარმოადგენს და არასდროსაა საკმარისი. ყველაფერთან ერთად კი, ფერმერებსა თუ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს რისკის გაწევა ყველთვის უწევთ, რისთვისაც აუცილებელია ფინანსური მზადყოფნა. აქედან გამომდინარე, ჩნდება აუცილებლობა თანხის მოძიების ისეთი გზების, რომელიც მაქსიმალურად მოერგება მათ მოთხოვნებს და იქნება კომფორტული. ასეთ დროს, საუკეთესო ალტერნატივა ისეთი გრძელვადიანი კრედიტის აღებაა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს ამ სფეროს სპეციფიკას.

სასოფლო-სამეურნეო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის სპეციალურად მათზე მორგებული სესხია აგრო კრედიტი, რომელიც გაიცემა მიზნობრიობით მხოლოდ ამ სფეროში ჩართულ ადამიანებზე. ასეთი სესხის აღება შესაძლებელია მაშინ, თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს სათბურის გაკეთება, პროდუქტის შეძენა, ფერმის აშენება, საქონლის შეძენა, უკვე არსებული საქმიანობისთვის კონკრეტული ტექნიკის შეძენა, ჩანაცვლება ან ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. კრედიტი მაქსიმალურადაა მორგებული ფერემერზე და ყველაზე დიდ უპირატესობას მისი გადახდის მოქნილი გრაფიკი წარმოადგენს, რომელიც, როგორც წესი, შემოსავლის პირველი აღებისას იწყება და ითვალისწინებს საქმიანობის სპეციფიკას და გამოწვევებს.

აგრო კრედიტი შესაძლებელია აიღოს სრულწლოვანმა ადამიანმა, ვისაც უკვე შეუსრულდა 18 წელი და არის საქართველოს მოქალაქე. ასევე, მნიშვნელოვანია რომ აგრო სფეროში აპირებდეს სესხის თანხის გამოყენებას. სასესხო განაცხადის განხილვისას ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნეს გეგმას, რომელსაც დეტალურად განიხილავენ კრედიტის დამტკიცებამდე. აუცილებელია მასში წინასწარ სწორად იყოს გათვილი ყველაფერი, დაანგარიშებული იყოს თანხის განაწილება და მიღებული იყოს სავარაუდო მოგება. უშუალოდ სესხის აღების პროცედურა საკმაოდ მარტივია, განაცხადის შევსება შეიძლება როგორც ონლაინ, ვებ-გვერდზევე, ასევე ფილიალში ვიზიტისას.

განაცხადის შევსების შემდეგ ის განიხილება, რასაც სპეციალისტებთად კონსულტაცია მოსდევს, სადაც განხილული იქნება ყველა ის დეტალი, რომელიც დასაზუსტებელია. ბოლო ნაწილი ოფისში მისვლაა, სადაც საბოლოოდ შედგება შეთანხმება და დაზუსტდება მისი ყველა ნაწილი. როგორც წესი, აგრო კრედიტით სარგებლობისას თავდების მოთხოვნა საჭირო არ არის ხოლმე, ეს დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე. აგრო კრედიტის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ სესხი გაიცემა ნებისმიერ ადამიანზე, უბრალოდ ბიზნეს გეგმა აუცილებლად სწორად უნდა იყოს შედგენლი, ყურადღება არ ექცევა წარსულს, ცუდ ან კარგ საკრედიტო ისტორიას, რაც საკმაოდ მომგებიანს ხდის სარგებლობას. ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში დეტალების დაზუსტება ექსპერტთან ხდება, რომელიც გასაუბრებისა და ყველა დეტალის შეჯამების შემდეგ გადაწყვეტს რამდენად უღირს კომპანიას სესხის გაცემა.