როგორ ავარჩიოთ ახალი საცხოვრებელი!

როგორ ავარჩიოთ ახალი საცხოვრებელი!

დიდ ქალაქში ცხოვრება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა ყოველთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ნიშნავს, ვიდრე სხვაგან. ამ კუთხით, თბილისი საქართველოში ყველაზე დიდი ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაფერია, რაც თანამედროვე ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. დიდ ქალაქში ცხოვრების ყველაზე მთავარი წინაღობა გადაადგილებაა, როდესაც სახლიდან სამსახურამდე შეიძლება ერთი საათიც კი დაგჭირდეს მისასვლელად, თუმცა მეორეს მხრივ, ამას თავისი ხიბლიც აქვს. თბილისში ცხოვრებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, თბილისის მაცხოვრებლები კი მუდმივად ეძებენ უკეთეს საცხოვრებელ გარემოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, ჩნდება ბუნებრივი ინტერესი ახალი ადგილების ათვისებისა, რასაც დეველოპერული კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ და ქმნიან ისეთ საცხოვრებელ პირობებს, რომელიც კომფორტულად მოერგება საცხოვრებლად აქ გადმოსულ ადამიანს.

ბინის შერჩევისას ბევრი სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათგან უმთავრესი მშენებლობის ხარისხი, უსაფრთხოება და ჯანსაღი გარემოა. თითოეული დეტალი აუცილებლად აისახება ბინის ფასზეც, ამიტომ აუცილებელია კარგად დაფიქრება გადაწყვეტილების მიღებამდე. ბინის ფასზე გავლენას კიდევ ორი უმთავრესი დეტალი ახდენს, რომლითაც იწყება ზოგადად ბინის შერჩევა. ესენია – ადგილმდებარეობა და მდგომარეობა. 

ბინის არჩევისას პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის მაქსიმალური ბიუჯეტი, რომელიც შეიძლება რომ გადავიხადოთ. ამის დადგენის შემდეგ, განიხილეთ ალტერნატივები სხვადასხვა უბნებში და ყურადღება მიაქციეთ მდგომარეობას. მაგალითად, თუ გაინტერესებთ ბინები ვაკეში, მოძებნეთ თქვენს ბიუჯეტთან შესაბამისობაში მყოფი ვარიანტები და გაფილტრეთ მდგომარეობის მიხედვით. თუ გარეუბანში გსურთ გადასვლა, სადაც სიმშვიდეა, პირველ რიგში უბნების მიხედვით გაფილტრეთ და მოძებნეთ მისაღები მდგომარეობის ბინა.

იქიდან გამომდინარე, რომ ახალ ბინაში მინიმუმ რამოდენიმე წელს გაატარებთ, ეს პროცესი ნამდვილად გამოწვევაა, რადგან აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება და ყველაზე მისაღებთან ერთად, კომფორტული საცხოვრებლის არჩევაც. ბინის ღირებულება უბნებისა და მდგომარეობის მიხედვით განსხვავდება. გადარჩევის ეტაპზე შეიძლება დადგეთ ალტერნატივის წინაშე – საუკეთესო ადგილას არც თუ ისე შესანიშნავი მდგომარეობის ბინა თუ ნაკლებად საინტერესო ადგილას ძალიან კარგი მდგომარეობის ბინა ახალი რემონტით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია რა არის თქვენი პრიორიტეტი. თუ მზად ხართ, რომ ფინანსები და დრო კიდევ გაიღოთ და რემონტი განახორციელოთ უახლოეს მომავალში მაინც, მაშინ პირველი ვარიანტი იდეალურია, ხოლო თუ რემონტის გაკეთება ნამდვილად არ გსურთ, მაშინ მეორე ვარიანტზე აჯობებს დაფიქრება. ასევე გაითველისწინეთ, ბინა უძრავი ქონებაა, რომელსაც ფასი არ უვარდება, პირიქით, დროთა განმავლობაში ყოველთვის იმატებს, ამიტომ ნამდვილად კარგი ინვესტიციაა კარგ ადგილას შეძენილი ბინა.

პრიორიტეტები ვახსენეთ და კარგი იქნება თუ ბინის ძებნამდე კარგად გაანალიზებთ რისი მიღება გსურთ ახალი საცხოვრებლიდან. თუ ყოველ დილით სამსახურში მალე მისვლა გსურთ, მაშინ საუკეთესო იქნება თუ ბინები ვაკეში, საბურთალოზე ან სხვა უბნებში იქნება, ხოლო თუ მწვანე გარემო და მდუმარებაა თქვენი კომფორტი, მაშინ შეიძლება გარეუბანში იპოვოთ თქვენზე მორგებული საცხოვრებელი.