რა არის ციფრული რადიო კავშირი!

თანამედროვე სამყაროში კომუნიკაცია ყველაფერია. ათასწლეულების მანძილზე ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლა დიდ მანძილზე ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. ამისათვის სხვადასხვა ხერხებს ვიყენებდით, თუმცა როდესაც ჩვენი გზავნილი დანიშნულების ადგილზე ჩააღწევდა, უკვე კარგა დრო იყო გასული. კაცობრიობის არსებობის მანძილზე თანამედროვე რეალობა ამ კუთხით ნამდვილად სასწაულია. დღეს უკვე შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაგზავნა რეალურ დროში, როდესაც მნახველი მას წამებში მიიღებს. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მუდმივად იხვეწებოდა კომუნიკაციის ფორმები და ეს პროცესი ჯერ არც დამთავრებულა.

დღეს ინდივიდუალურ დონეზე მეტ-ნაკლებად კომუნიკაციის ყველა ფორმა დაკმაყოფილებულია, თუმცა როდესაც ინფორმაციის შენახვა, გადაცემა, დამუშავება ხორციელდება დიდი და კომპლექსური სისტემით, მაშინ აუცილებელია მისი გამართულობა. ინოვაციების დანერგვა ასეთ დროს საუკეთესო ალტერნატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიანობას და იქნება მაღალფუნქციური.

ყველაფერთან ერთად, დღეს საზოგადოებრივი უსაფრხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ციფრული რადიო კავშირი კომუნიკაციის ინოვაციური სახეობაა, რომლის გამოყენებისას ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება რადიოსიხშირის მოდულირებით ციფრული სახით. მაღალი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კავშირის ასეთი სისტემები ყველაზე ყველაზე ხშირად გამოიყენება ისეთ სახელმწიფო სამსახურებში, როგორიცაა პოლიცია, სახანძრო, აეროპორტები, გადაუდებელი დახმარების სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.

ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის ეფექტური და საიმედო კომუნიკაციის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორგანიზაციებში ხშირად გამოყენებადია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ჯგუფური თუ ინდივიდუალური ზარები, რომელიც შეიძლება იყოს პრიორიტეტული, გადაუდებელი, წინასწარ ჩანიშნული. ასევე, სკანირების ჯგუფები, მოკლე მონაცემები და სტატუსის შეტყობინებები. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის მოწყობა, რომელიც იქნება საუკეთესო სტანდარტის, იქნება ფუნქციური და დააკმაყოფილებს ოპერაციებთან, ტექნიკურ მომსახურებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს.

სისტემა აუცილებლად უნდა იყოს მნიშვნელოვანი გადაუდებელი დახმარების სერვისებისათვის, რომელსაც ექნება ზარის წამოწყების სწრაფი ფუნქცია, რათა მყისიერად შედგეს ჯგუფური კომუნიკაცია. უნდა იყოს აღწუღვილი ინდივიდუალურ რადიო გადამცემ მოწყობილობებს შორის პირდაპირი კავშირის რეჟიმით, მონაცემთა გადაცემის სერვისებით და აუცილებლად იყოს ეკონომიური.

ციფრული რადიო კავშირი და მისი მთელი სისტემა უნდა ფარავდეს საბაზო სადგურებს, კლიენტ რადიო მოწყობილობებს და ეფექტურ გადაწყვეტებს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აეროპორტები, მრეწველობა. თავის მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოება მოიცავს ადამიანების და პირადი საკუთრების უსაფრთხოება და დაცვას. საკომუნიკაციო სისტემის გამართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადგან გაუმართაობის დროს შეუძლია ისეთი პრობლემების გამოწვევა, როგორიცაა დაგვიანებული ან შეფერხებული მომსახურება, რომლის დროსაც, ასევე არ ხდება საგზაო ინფორმაციის მიწოდება. ისეთი საერთაშორისო სტრანსპორტო ადგილები, როგორიცაა აეროპორტები და საზღვაო პორტები მუდმივად საჭიროებენ საიმედო საკომუნიკაციო ქსელებს, რათა საქმიანობის კრიტიკული პროცესები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდეს. პროფესიონალური მობილური კომუნიკაციების სისტემები განვითარებას ბიზნესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ასეთ ინფრასტრუქტურებში გამოიყენება მძლავრი ხმოვანი შესაძლებლობების და დიდი მოცულობის მონაცემთა გამტარი სისტემები, დუპლექსის ხმოვანი ზარები, IP პაკეტური მონაცემები, რადიოები ჩაშენებული GPS- ით რომლეიც უზრუნველყოფს უზუსტეს მონაცემებს და ა.შ.