მათ ინტერესს უნდა შეეწიროს მოსახლეობის კეთილდღეობა.

წისქვილკომბინატები მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ და ფქვილის იმპორტზე „სარკისებური“ საბაჟო გადასახადის დაწესებას ითხოვენ, რაც პურს ხელოვნურად გააძვირებს. მათი პოზიცია მიუღებელია როგორც ფქვილის იმპორტიორებისთვის, ასევე მთავრობისთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ წისქვილკომბინატების წარმომადგენელთა მოთხოვნა უპასუხისმგებლოა. ასეთი ნაბიჯი პურის გაძვირებას გამოიწვევს და კონკურენციაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს.