ბუსტერი და ქრთამი ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.

(((გამყრელიძე ბუსტერ-დოზაზეც 200-ლარიანი წახალისების ინიციატივით გამოდის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ბუსტერ-დოზებთან მიმართებით ფინანსური წახალისების მექანიზმის ამოქმედების ინიციატივა გააჟღერა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც BM.GE-მ მას ბუსტერ-დოზების გააქტიურებისთვის 200-ლარიანი წახალისების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობაზე დაუსვა კითხვა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ფულადი წახალისება საკმაოდ ქმედითი აღმოჩნდა, ამიტომ მისი ინიციატივით ბუსტერ-დოზებთან მიმართებით წახალისების დანიშვნა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით უნდა მოხდეს.

„200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ იმუშავა, რაც ნოემბრის ბოლოს დაწესდა. 60 წელს ზემოთ დამატებით 125 000 მოქალაქე აიცრა. ასევე მუშაობს 1 იანვრის შემდეგ ამოქმედებული 50 წელს ზემოთ წახალისების მექანიზმი და აქტივობა დეკემბერთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა.)))
ეგ ბუსტერ დოზაა თუ ჰეროინ დოზა რათ უნდა მაგას ქრთამი. კაი წამალს ქრთამი არ უნდა სჭირდებოდეს. ქრთამი წამალს კიარა, საწამლავს უნდა. ეს კორიმპირებული აცრაა, სადაც მოქალაქეები 200 ლარზე ხორცსაც ყიდიან და სულსაც. ბუსტერი და ქრთამი ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.