საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე “ძვირი პერიოდი” დადგა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 1 თვეში დახლებზე ქართული პროდუქტი უკვე შეიძლება აღარც იყოს და ქვეყანა ხანგძლივი დროით ისევ იმპორტულ სურსათზე გახდება დამოკიდებული. ამ მხრივ პრობლემაა ისიც, რომ ძვირდება შემოტანილი საქონელიც, რაც დიდწილად ტრანსპორტირების გაზრდილ ხარჯს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ ლოგისტიკის ტარიფები ისედაც პიკზეა, ბოლო პერიოდში მუდმივად მატულობს საწვავის ფასი და უკვე 88 დოლარის ნიშნულზეა. ასეთ ფონზე ფასების შენარჩუნების შანსი თითქმის არ არსებობს. rezonansi.