დაკოდილი ხალხი“ – ხატია სიჭინავა აცრილებზე.

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს:

„როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა ასე სწრაფი ტემპით მეც კი გამიკვირდა, მსოფლიოს უდიდესმა ქვეყნებმა კოვიდი გამოაცხადეს გრიპად და შეაჩერეს მწვანე პასპორტები და დაკოდილი (კოდმინიჭებული) ხალხის მოთხოვნა. რა თქმა უნდა, იქნება გეგმა ბ, მაგრამ მოდი, ვისიამოვნოთ ამ პოზიტიური ამბით და ხვალემ იზრუნოს ხვალისაზე. შეირგეთ თითოეული წუთი პოზიტიურად და დატვირთეთ გონება მხოლოდ კარგი ამბებით. მე კი მივხვდი, რომ არასოდეს მოგატყუებს შენი ქვეცნობიერი, თუ მასთან დაბალანსებული გაქვს მგრძნობელობა. ინტუიცია, იგივე ჩვენი სულის ხმაა. მიყვარხართ. ბედნიერ ცხოვრებას და მხოლოდ პოზიტივს გისურვებთ“.