აცრილებს დაერხათ გაუდებს ევროკავშირი ბუსტერდოზას ბაირამდუდუკში.

თუ 9 თვის განმავლობაში პირი “ბუსტერს” არ გაიკეთებს, კოვიდ სერტიფიკატს ვადა გაუვა – ევროკავშირის ახალი რეგულაცია
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით კოვიდ სერტიფიკატს ვადა 9 თვეში გაუვა იმ შემთხვევაში თუ მეორე დოზიდან 9 თვის განმავლობაში პირი ბუსტერ დოზას არ გაიკეთებს.

ბუსტერ დოზის გაკეთების შემდეგ კი კოვიდ პასპორტი უვადო გახდება.

ახალ რეგულაციას მხარი ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ დაუჭირა.

რეგულაცია 1 თებერვლიდან ამოქმედდება.