ილონ მასკმა ბაიდენს დამპალი წინდის თოჯინა უწოდა

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „დამპალი წინდის თოჯინა“ უწოდა.

მასკის გაღიზიანება თეთრი სახლის მიერ Twitter-ზე გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, სადაც ბაიდენმა ელექტრომობილების მწარმოებელ General Motors-ის აღმასრულებელ დირექტორს და Ford-ს მათი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ მომავალი აქ, ამერიკაში შეიქმნებოდა. კომპანიები, როგორიცაა GM და Ford, ამერიკაში იმაზე მეტ ელექტრომობილს აწარმოებენ, ვიდრე ოდესმე წარმოებულა“, – წერს ბაიდენი Twitter-ზე.

ბაიდენმა განცხადებაში ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელი Tesla არ ახსენა, რის გამოც მასკმა ამერიკის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა.