ანზორ სიფრაშვილი, წნორის სამედიცინო და ჰუმანიტარული კოლეჯის დირექტორი, ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება. მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად თბილისში, (რათქმაუნდა პანდემიის რეგულაციის გათვალისწინებით, ასევე დედაქალაქამდე, დაგეგმილი გვაქვს ქალაქი ზუგდიდი), ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს პროფესიონალი პერსონა 2021“ ჯილდოვდება: ანზორ სიფრაშვილი, რომელიც გახლავთ წნორის სამედიცინო და ჰუმანიტარული კოლეჯის დირექტორი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მას ამ მორიგ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ ამ არაჩვეულებრივი, მაღალი სანდოობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ, ქველმოქმედ ადამიანს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი ადამიანურობით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ბიზნეს პერსონას ტიტულს და ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ უახლოეს პერიოდში გამოიცემა უპრეცენდენტო შინაარსის მქონე, მაღალი პოლიგრაფიული დონის, ილუსტრირებული წიგნი, სახელწოდებით 50 საქმიანი და წარმატებული ბიზნეს პერსონა, სადაც უფრო კარგად და საფუძვლიანად გაიცნობთ ბატონი ანზორის პროფესიულ საქმიანობას, მისი ბავშობისა და სტუდენტური ხანის შესახებ შეგექმნებათ წარმოდგენა და უფრო ახლოს გაიცნობთ მის არაჩვეულებრივ ოჯახსაც, ასევე აქვე, ჩვენს ინტერვიუში მოისმენთ გამოცდილი და საქმიანი, პროფესიონალი ადამიანის რჩევებსაც.

ანზორ სიფრაშვილი:

“რაც შეეხება ჩემს ბიზნესსაქმიანობას, ანუ იმ საქმეს, რასაც ამჟამად ვემსახურები ისე, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც წნორის სამედიცინო და ჰუმანიტარული კოლეჯის ხელმძღვანელი ვარ, არასდროს ამიღია შვებულება და ორ-სამ დღეზე მეტი ხნით არასოდეს დამიტოვებია ჩემი საქმე. რატომ? იმიტომ, რომ თუ ადამიანს გსურს თუნდ მცირეოდენ წარმატებული იყო, გამუდმებით შენს საქმეზე უნდა იფიქრო, მუდმივად ეცნობოდე სიახლეებს, კანონმდებლობას, ეძებდე უკეთეს გზებს შენი მიზნების განსახორციელებლად და ისწრაფოდე ბიზნესის გაფართოებისთვის. აქ დასაშვებია დროებითი მარცხიც, უკან დახევაც, მცირეოდენი ჩავარდნაც, მაგრამ არადროს არ უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და მით უფრო არ ჩაიქნიო ხელი: დიდი ზრუნვის შედეგად წარმატება აუცილებლად მოვა. ზოგჯერ რისკიცაა საჭირო, ზოგჯერ შეიძლება დიდი დროც დასჭირდეს რაიმეს კეთებას, მაგრამ მიზანს ყოველთვის მიაღწევ. მთავარზე მთავარი კი შრომაა, რუდუნებით, თავდაუზოგავად შრომა, აგრეთვე იმის გააზრება რა როგორ უნდა გააკეთო. მერე გამოცდილებაც მოდის და წარმატება სულ უფრო გახალისებს. მიზნისკენ სწრაფვა__აი რა არის მთავარი. ქართულ კლასიკურ მწერლობაში ბევრი ნაწარმოებია ამგვარი შინაარსისა, მაგრამ ყველაზე მეტად მახსენდება ცნობილი მწერლის ლავრენტი არდაზიანის მოთხრობა სათაურით „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“. ეს ბრწყინვალე თხზულებაა იმ მხრივ, რომ მშვენივრადაა გადმოცემული ადამიანის სწრაფვა მიზნისკენ: სოლომონ ისაკიჩი დღე და ღამეს ასწორებს, აეც შავ სამუშაოს იკლებს, არც მანძილს გაურბის და არც ოფლის ღვრას, რათა სიმდიდრე მოიპოვოს და საზოგადოებაში ღირსეული ადგვილი დაიკავოს. სწორედ ის დაჟინებითი მიზანსწრაფულობა და მუხლჩაუხრელი შრომა არის შედეგის მომტანი.
რა შედეგები გვაქვს ამ მხრივ ჩვენს ბიზნესში: მოკლედ ვიტყვი: 1992 წელს, როცა კოლეჯი დაარსდა, ორი სპეციალობა გვქონდა და 15 თანამშრომელი გვყავდა. 2021 წელს ოთხი კოლეჯია ერთი იურიდიული პირის ეგიდით გაერთიანებული(წნორის, მაღაროს, დედოფლისწყაროსა და ყვარლის; ეს სამი პირველის ფილიალებია) და თანამშრომელთა რაოდენობა 100 ადამიანს აჭარბებს, ყოველ თვე იცემა ხელფასები და ასევე სოლიდური თანხები შედის ბიუჯეტში. რა თქმა უნდა გაიზარდა სტუდენტთა რაოდენობაც, ხოლო სპეციალობების რიცხვმა 14-ს მიაღწია. ისიც ჩვენს წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა 70-80 % საქმდება სხვასხვა სფეროში. აი მოკლედ ამის თქმა შემიძლია იმ ბიზნესზე, რომელსაც დაარსების დღიდან ვემსახურები.
აქვე მინდა მივმართო ახალგაზრდებს: თუ კი გულით შეიყვარებთ თქვენს პროფესიას, თუ იზრუნებთ მის წარმატებებზე, მთელ სულსა და გულს ჩააქსოვთ მის საქმიანობაში, იზრუნებთ სიახლეებზე, არ შეგეშინდებათ დაბრკოლებებისა__აუცილებლად გახდებით წარმატებული. ერთი წარმატება მოიტანს მეორეს და როდესაც მიხვდებით რა როგორ უნდა გაკეთდეს__ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ცხოვრებაში თქვენი ადგილი ნაპოვნი გაქვთ.
კიდევ რა შეიძლება დავსძინო უკვე ნათქვამს? ამჟამად ვმუშაობ სამედიცინო და ჰუმანიტარული კოლეჯის ხელმძღვანელად, ვრედაქტორობ ალმანახს „ლიტერატურული სიღნაღი“, ვწერ მოთხრობებს, ვთარგმნი ინგლისურიდან ავსტრალიურ ნოველებს, რუსულიდანაც ვთარგმნი ზოგიერთ ნოველასა და რომანს, ვუვლი ჩემი ხელით ჩაყრილ ვენახს და ვცხოვრობ მოუსვენარი ცხოვრებით, ანუ როგორც ბავშვობაში, ახლაც უამრავ რამეს ვეჭიდები, რადგან წლებს თითქოს არ უმოქმედია ჩემზე და მწამს, არსთა გამრიგე კიდევ კარგა ხანს არ მოინდომებს ჩემთან შეხვედრას.
მყავს მეუღლე, სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი.
რაც შეეხება ჯილდოებსა და პრემიებს: დაჯილდოებული ვარ ღირსების ორდენით, გავიმარჯვე ჯურნალ „თბილისელების“ ლიტერატურულ კონკურსში, 2021 წელს ჩემმა მოთხრობამ პირველი ადგილი აიღო რ. ივანიშვილის ერთი მოთხრობის კონკურში.
კიდევ თუ რამე დამრჩა სათქმელი, იმას დაახლოებით ხუთი ან ათი წლის შემდეგ ვიტყვი.”

ეს არის ბატონ ანზორ სიფრაშვილის ინტერვიუს მოკლე ჩანაწერი, დანარჩენს უკვე უახლოეს პერიოდში წაიკითხავთ ჩვენ უპრეცენდენტო წიგნში, სახელწოდებით: “50 საქმიანი და წარმატებული ბიზნეს პერსონა”.