ოზურგეთელი წარმატებული ქალბატონი, ნინოს ავტო-სკოლის ფუძემდებელი, ნინო ჭანიშვილი, დაჯილდოვებული ბიზნეს პერსონას ტიტულით, ჯილდოვდება ბიზნეს ექსპერტი 2022-ის ტიტულით!

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტი 2022“ დაჯილდოვდა: ოზურგეთელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი, ნინოს ავტო-სკოლის დამფუძნებელი: ნინო ჭანიშვილი, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შრომისმოყვარეობით, ბრძოლისუნარიანობითა და შემართებით, პოზიტიური ხასიათით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს. ნამდვილად იმსახურებს ბიზნეს პერსონას ტიტულს და ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ უახლოეს პერიოდში გამოიცემა უპრეცენდენტო შინაარსის მქონე, მაღალი პოლიგრაფიული დონის, ილუსტრირებული წიგნი, სახელწოდებით 50 საქმიანი და წარმატებული ბიზნეს პერსონა, სადაც უფრო კარგად და საფუძვლიანად გაიცნობთ ოზურგეთელი, წარმატებული ბიზნეს ლედის პროფესიულ საქმიანობას, მისი ბავშობისა და სტუდენტური ხანის შესახებ შეგექმნებათ წარმოდგენა და უფრო ახლოს გაიცნობთ მის არაჩვეულებრივ ოჯახსაც, ასევე აქვე, ჩვენს ინტერვიუში მოისმენთ გამოცდილი და საქმიანი, პროფესიონალი ადამიანის რჩევებსაც.

ქალბატონი ნინო, დაოჯახებულია, ჰყავს არაჩვეულებრივი, მზრუნველი მეუღლე, რომელიც მხარს უჭერს თავის მეორე ნახევარს და ეხმარება წარმატების მიღწევაში. სწორედ ამიტომ ქალბატონ ნინოს უამრავი სამომავლო გეგმა აქვს, უნდა საქართველოს მასშტაბით ავტო სკოლის ფილიალების გახსნა, ახლო მომავალში კი ოზურგეთის შემდეგ ჩოხატაურშიც აპირებს ავტო-სკოლის ჩამოყალიბებას და რაც მთავარია ყველა ევროპული სტანდარტების დაცვით. ნინოს ავტო სკოლას ივლისში ამერიკის ელჩი კელი დეგრანიც ეწვია სტუმრად და აღფრთოვანებული დარჩა სკოლის დონით და სწავლების მაღალი ხარისხით.

გთავაზობთ ამ პოზიტიური და ენერგიული ქალბატონის ინტერვიუს  მოკლე ჩანაწერს:

ნინო ჭანიშვილი:

“მე ვარ ნინო ჭანიშვილი 37 წლის, დავიბადე ოზურგეთში სოფელ ბოხვაურში, სკოლაც ჩემს სოფელში დავამთავრე. ძალიან მშომელ, თბილ და სიყვარულით სავსე ოჯახში გავიზარდე, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა…

უკვე თორმეტი წელია მაქვს კომპანია “ნინოს ავტოსკოლა”. ვმუშაობდი ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ჰოი საოცრებავ 2016 წელს სრულიად მოულოდნელად ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის დარგის ლიდერი – მესამე ადგილი მოვიპოვე ოქროს ნომინაციაში, 2018-2019 წელს ოქროს ნომინაციაში პირველი ადგილი ავიღე. მე საქმეს ვაკეთებდი და თურმე ამას ვიღაცა აფასებს, ეს დიდი მოტივაცია იყო. ამის შემდეგ ჩემს სოფელში შემოვიდა ფონდი ტასო, იმ დღესვე შევქმენით სოფელში ქალთა ჯგუფი “ქალთა ერთობა”, რომლის ლიდერადაც ამირჩიეს, ვთვლი რომ “ლიდერი” ეს ჩემი თანდაყოლილი ნიჭია, ეს არ მისწავლია. სწორედ ფონდი “ტასო”-დან შევიტყვე “ფერმერთა ასოციაციის” საგრანტო კონკურსის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში დამიფინანსდა სწავლა “ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში” გრანტის მოპოვებაც შევძელი და ავტოსკოლაში განვაახლე კომპიუტერული ტექნიკა. შევიძინე სენსორული მონიტორები, რათა თეორიის გამოცდის მსგავსი გამოცდა ავტოსკოლაშივე გაიაროს მოსწავლეებმა. ასევე შევიძინე პროექტორი და გაკვეთილებს ვატარებ დიდ ეკრანზე. პროექტის ფარგლებში დამიფინანსენ კონპანიის ბრენდინგი. ასევე სარეკლამო ვიდეო გადაიღო ჩემზე marketer.ge -მ. შემდეგ იყო პროექტი USAID YES-Georgia Buzz საქართველოს ელჩები საოცრად საინტერესო პროექტია გავხდი Buzz საქართველოს ელჩი, შემდეგ იყო პროექტი #დაამსხვრიე სტერეოტიპი, რომლის ფარგლებში თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში მოხდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ჩემი ბილბორდის განთავსება, ამ პროექტის ფარგლებში გადამიღენ ვიდეო რგოლიც. შემდეგ USAID- ის პროექტებიდან
მოხდა ქალების შერჩევა ვისთანაც სტუმრად მივიდოდა ამერიკის ელჩი საქართველოში ქალბატონი კელი დეგნანი, ჩემთვის გასაოცრად აქაც შეირჩა ჩემი კანდიდატურა და ვუმასპინძლე ქალბატონ ელჩს. ამ პერიოდში ინტერესდებოდა სხვადასხვა ტელევიზიები და ჟურნალ- გაზეთები, წერდნენ ინტერვიუებს და ვიდეორგოლებს. ასევე მიწვეული ვიყავი ოლგა ბაბლუანის გადაცემაში “რა დროს ძილია”. მართლაც ძალიან სასიამოვნოა და საამაყოა როცა სხვა ქალებისთვის ხდები შთაგონების წყარო და მოტივი, რომ შეუძლებელი არაფერია. მე ერთმა უბრალო ადამიანმა, რომელიც ვცდილობ გავაკეთო საქმე და ამავდროულად ვესწრები უამრავ ტრენინგს და მუდამ ვცდილოვბ ვისწავლო, განვითარდე და არ ჩამოვრვე სიახლეებს, ჩემთვის ვაკეთებდი ჩემს საქმეს, რაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი და ამხელა წარმატებას მივაღწიე, მთელი საქართველო და არამარტო საქართველო მიცნობს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და უთხრა ქალბატონებს, მე როგორც წარმატებული ქალი გიწჩევთ არ გადადოთ დღესვე დაიწყეთ თქვენი იდეების განხორციელება, შეუძლებელი არაფერი არ არის, არც ერთი თეთრი არ მქონდა ბიზნესი ისე დავიწყე და არაფრიდან შევქმენი ყველაფერი, ყველა შრომას ახლავს შედეგი და გარდაუვალი წარმატება.

მოხარული ვარ, რომ საკუთარი პრაქტიკის მოედანს ვხსნი უკვე ერთ თვეში, შევიძინე, როგორც ავტომატური მმართვის, ასევე მექანიკური ავტომობილები, ხოლო სულ ახლო მომავალში ვგეგმავ, ამავე მიწაზე გავაკეთო ავტოსერვისი, ავტონაწილების მაღაზია, ვულკანიზაცია, ავტოსამრეცხაოები, მოკლედ ყველაფერი ერთ სივრცეში ავტომობილებისთვის.”

სრულად ქალბატონი ნინოს ისტორიას გაეცნობით უპრეცენდენტო და განსხვავებული შინაარსის წიგნში, სახელწოდებით: “50 საქმიანი და წარმატებული ბიზნეს პერსონა”, რომლის შეძენა ჩვენ მკითხველს უახლოეს პერიოდში შეეძლება.