დიახ ის მოკლეს. ის მოკლეს სხვების დასანახად და დასაშინებლად! ის მოკლეს ჯანმ-ოს პროტოკოლით. ის მოკლეს სამშობლოს უანგარო სიყვარულისათვის. ის მოკლეს სიბილწის, გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ის მოკლეს ჩემი ქვეყნის ზნეობის და ტრადიციების დაცვისათვის.

ლევან თავდიშვილი პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას ეხმაურება და თავის ეჭვებზე წერს:
,,ამ დღეების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ მას მოკლავდნენ, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანებს გრიპით სასიკვდილო განაჩენს უმზადებენ და თანაც არწმუნებენ, რომ კოვიდი კლავს და საზოგადოების საკმაო რაოდენობა ამ სატანის ნაშიერების მიერ პოლიტიკურად გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ბუნებრივად იღებს… დიახ ის მოკლეს. ის მოკლეს სხვების დასანახად და დასაშინებლად! ის მოკლეს ჯანმ-ოს პროტოკოლით. ის მოკლეს სამშობლოს უანგარო სიყვარულისათვის. ის მოკლეს სიბილწის, გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ის მოკლეს ჩემი ქვეყნის ზნეობის და ტრადიციების დაცვისათვის. ის მოკლეს კაცობის და ვაჟკაცობის ღირსების ტარებისათვის. ის მოკლეს მსოფლიო მამების გეგმის წინააღმდეგ აზრის გამოხატვისათვის. ის მოკლეს ანტიფაშისტების გეგმის წინააღმდეგ გალაშქრებისათვის. ის მოკლეს მართლმადიდებლობის რწმენის ტარებისათვის. ის მოკლეს სიმართლის თქმისათვის. მოკლეს იმიტომ, რომ ჩვენ მდუმარე საზოგადოება არაფერს წარმოვადგენთ და ჩვენი ქმედებით სოციალურ ქსელს ვერ გავცდენილვართ.
ხვალ ჩემი და შენი ჯერია, მდუმარე, თავდახრილო, ღირსებაწართმეულო, შეურაცხყოფილო, ლაჩარო ქართველო”.