პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე, ხელს მოაწერს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზადაა, რომ საქართველო ისე წარმოადგინოს, როგორც ამას კონსტიტუცია ავალდებულებს.

„ახლა მაცნობეს რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო როგორც კონსტიტუცია მაძლევს უფლებას ამის, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა და უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხიცაა და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვიქნებით, ვართ და ვიქნებით მშვიდობიანი გზის მხარეს, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის ის, რაშიც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.