რუსეთი ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, საიდანაც ხორბლის დიდი ნაწილი შემოდის.

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს უამრავ ქვეყანას შეუქმნა პრობლემა, რომელთა შორის საქართველოც შედის. მიმდინარე მოვლენებს ქვეყნისათვის მძიმე ეკონომიკური შედეგი მოაქვს, ძლივს გამყარებულმა ლარმა ისევ რყევა დაიწყო, რამაც პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. რუსეთი ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, საიდანაც ხორბლის დიდი ნაწილი შემოდის. ახლა, ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში რთული სათქმელია როგორ გაგრძელდება ქვეყანაში მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის იმპორტი და შენარჩუნდება თუ არა ფასი პურპროდუქტებზე.