უკრაინული მხარე ათავსებს მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, იარაღს და მსხვილი კალიბრის ნაღმმტყორცნებს საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მახლობლად და იყენებს სამოქალაქო პირებს ცოცხალ ფარად

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას დასახული მიზნების მიღწევამდე“, – განაცხადა შოიგუმ სამშაბათს გამართულ კონფერენციაზე.

„ჩვენთვის მთავარია დავიცვათ რუსეთის ფედერაცია სამხედრო საფრთხისგან, რომელიც წარმოიქმნება დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ უკრაინელი ხალხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა შოიგუმ კონფერენციაზე.
“შეტაკების დროს უკრაინული მხარე ათავსებს მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, იარაღს და მსხვილი კალიბრის ნაღმმტყორცნებს საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მახლობლად და იყენებს სამოქალაქო პირებს ცოცხალ ფარად; საბრძოლო შეტაკების დროს უკრაინული მხარე არ ყოყმანობს მშვიდობიანი მოსახლეობის ასეთ გამოყენებას. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, იარაღი, მსხვილი კალიბრის ნაღმმტყორცნები განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან,” – აღნიშნა მინისტრმა. დონეცკის რესპუბლიკისთავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა იგორ სტრელკოვმა კი თავისი ვარაუდი გამოთქვა მასმედიაში, რომ უახლოეს დღეებში უკრაინის არმიის წინააღმდეგობა ხარკოვში დამარცხდება. მან ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ რუსული ჯარები თანდათან ბლოკავენ კიევს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხრიდან, – იუწყება “რადიო 1”.+

“გუშინდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ რუსული ჯარები მიიწევენ კიევის დასავლეთით და აღმოსავლეთით და ქალაქს ორი მხრიდან ახვევენ. გუშინ კიევი-ჟიტომირის სტრატეგიული გზა გადაჭრილ იქნა. ხარკოვში ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქში კონცენტრირებულია უკრაინული ჯარების დიდი დაჯგუფება, ისინი ჯერ არ აპირებენ იარაღის დაყრას. არ მგონია, რომ ხარკოვი დღეს სრულად გაიწმინდოს, მაგრამ უახლოეს დღეებში, მჯერა, რომ უკრაინული ჯარების ხარკოვის დაჯგუფება განადგურდება“, – განმარტა სტრელკოვმა.
უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. 24 თებერვალს მან რუსებს მიმართა, სადაც მის მიზანს “დემილიტარიზაცია და დენაციზაცია” უწოდა. მანამდე სტრელკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა გამანადგურებელი დარტყმა უნდა მიაყენოს უკრაინას, რათა დასრულდეს სამხედრო კონფლიქტი მანამ, სანამ კიევი ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას მიიღებს უცხოეთიდან. ამასთან, მან განაცხადა, რომ რუსეთის სპეცოპერაციას დონბასში, წინანდელთან შედარებით, განსხვავებული მასშტაბები აქვს.+

ასე და ამრიგად, ორი თავდაცვის მინისტრი – ერთი მოქმედი და მეორე ყოფილი, დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის წინააღმდეგობა მალე გატყდება.