წარმატებული რუსთაველი ქალბატონი: შორენა წურქავა – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
შორენა წურქავას წარმატების საიდუმლო, ძლიერი ქალის ნებისყოფამ და შრომისუნარმა წაქცეული ოჯახი ფეხზე დააყენა!
რუსთაველი ქალბატონი, რომლის წარმატების ისტორიაც გარკვეულწილად მისტიკის ნაწილია და ამავე დროს უდიდესი შრომისმოყვარეობის შედეგის ნაყოფი, თქვენ ჩვენგან შეიტყობთ გოგონაზე, რომლის წარმატებული მომავალი გარდაცვლილი ძმის ნათელმა სულმა გადაწყიტა. ამბობენ ბედნიერებიდან უბედურებამდე ერთი ნაბიჯიაო და ქალბატონ შორენა წურქავას ბედნიერ ოჯახს მოულოდნელად ტრაგედია დაატყდა თავს, ახალგაზრდა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი საამაყო ძმა ტრაგიკულად გარდაეცვალა. ოჯახი დარჩა მემკვიდრის გარეშე, თუმცა ძლიერი ქალის ნებისყოფამ და სიძლიერემ ყველა ბარიერი გადალახა, დაძლია სირთულეები და გარდაცვლილი ძმის სიზმარში ხილვის მინიშნებით სააქაო რებუსი ამოხსნა და ნაბიჯ-ნაბიჯ გზაც გაიკვლია ახალი პროფესიისკენ. ხვალ საქმიანი და წარმატებული ქალების დაჯილდოვების ცერემონია გვაქვს, სადაც ქალბატონი შორენაც მონაწილეობს და პირადად ჩემთვის იგი მაგალითია, იმის, თუ რა მწვერვალების დაპყრობა შეუძლია ძლიერ ქალებს, რომლებსაც არაფერი აშინებთ, მაგრამ გულით ყველაზე სათუთები არიან. ვრცელი ინტერვიუ შორენა წურქავასთან ძალიან მალე დაიდება, რომელიც ჩვენს მკითხველს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. დაგველოდეთ!