მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერის განცხადებას დისკრიმინაციულს უწოდებს და აქციებს აანონსებს. მაჩალიკაშვილი გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პრემიერმა დისკრიმინაციული ნიშნით უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან შეხვედრაზე. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მის ოჯახს ტერორისტებად თვლის.
„ყველასთვის ნათელია აქ რაც ხდება. ახლა კვირიკაშვილი რატომ იძახის ჩემზე უარს, იმიტომ რომ მე ვარ მუსლიმი, მე ვარ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მე ვარ ტერორისტი. მე რასაც ვაპირებ… ვაჩვენებ ამ სისტემას რასაც ვაპირებ!“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: გურიის მოამბე